ჩიხურა-სიონი 2:1 - პენალტების დღე

AutoSharing Option
საკუთარი სპორტული არენის უწესრიგობის გამო ხანგრძლივი "მოგზაურობიდან" (4-დან ოთხივე გასვლა) საკმაოდ უხვი ნადავლით (12-დან 9 ქულა) შინდაბრუნებულ "ჩიხურას" მოედანზე გამოჩენას ენით აუწერელი ოვაციებით, საქებარი შეძახილებით შეხვდა გუნდსა და ფეხბურთს მონატრებული მაყურებელი.

თამაში კი ბოლნისელთა მწვავე შეტევებით დაიწყო, რომელთა განეიტრალებისათვის საჩხერლებს 5-6 წუთზე მეტი არ დასჭირვებიათ.

საინტერესო, სანახაობრივ, ვაჟკაცურ ორთაბრძოლაში ჩაილია ტაიმი პირველიდან ბოლო წუთამდე. მასპინძელთაგან განსაკუთრებით დავით კირკიტაძე გამოირჩეოდა, სტუმართაგან კი - გიორგი ჭედია.

არაერთი გამოუყენებელი მომენტის გამო დაძაბული ქომაგი მოუთმენლად ელოდა მეორე ტაიმს, რომელიც კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო
გამოდგა.

შემართებით და ორგანიზებულად იბრძოდნენ ბოლნისელები, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს კირკიტაძეს. 52-ე წუთზე სწორედ მას "დაუფასა" მორიგი "სლალომი" ბოლნისელთა მცველმა საჯარიმო მოედანში წაქცევით, ხოლო თანაგუნდელმა დავით ოდიკაძემ - აუღებლად დარტყმული პენალტით.

81-ე წუთზე ისევ კირკიტაძემ დააწიოკა მცველები, ხისტად ჩააწოდა მეკარის მოედნის გასწვრივ. მომენტი სამჯერ განმუხტა ხელმა, ოღონდ ორ შემთხვევაში მეკარე ბობღიაშვილისამ, ერთხელ კი მცველისამ.

ოდიკაძის მეორე თერთმეტმეტრიანი პირველის ტყუპისცალი იყო - 2:0.

მარცხის მოახლოებამ ვერ გატეხა სტუმრები, მძაფრად ეკვეთნენ მოწინააღმდეგეს და, რომ არა სომხიშვილის გამოცდილება და ოსტატობა, ანგარიში, შესაძლოა, უფრო ადრეც შეცვლილიყო.

თუმცა, სტუმრებმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხევს: პენალტი ზუსტად გამოიყენა რევაზ ჯიქიამ.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. V ტური
13. 09. სოფელი ივანწმინდა.
ჩიხურა-სიონი 2:1
გოლები: 1:0 ოდიკაძე (52, პენალტით), 2:0 ოდიკაძე (81, პენალტით), 2:1 ჯიქია (89, პენალტით)

ჩიხურა (4-2-3-1) სიონი (4-2-3-1)
სომხიშვილი ბობღიაშვილი
ოდიკაძე ქემოკლიძე
ლ. ჭელიძე სვანიძე
გუშარაშვილი ორბელაძე
ქიმაძე ჩიკვილაძე
დიღმელაშვილი ჯოჯუა
ლომაშვილი გ. ოქროპირიძე
რ. კვასხვაძე ჭედია
დეკანოიძე მანწკავა
კირკიტაძე ქუცურუა
გოცირიძე ჯიქია

მწვრთნელები: ს.ფრუიძე, ა.ჯელაძე

ჩიხურა
დიღმელაშვილი - ზაბახიძე
ოდიკაძე - ბაკურაძე
გუშარაშვილი - ბერიანიძე

სიონი
მანწკავა - თარხნიშვილი
ქუცურუა - ჭანკოტაძე
ოქროპირიძე - უგულავა

გაფრთხილება: ლომაშვილი, ქიმაძე, სომხიშვილი, მანწკავა, სვანიძე, ბობღიაშვილი, ქემოკლიძე;

არბიტრი: ო. ხეცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუმარჯოს ;ჩიხურას:ჩიხურა ამ სეზონში ჩემპიონი გახდება
dato
15:54 16-09-2012
0
მე ვესწრებოდი ამ ტამაშს დაუნდა აღინიშნოს, რომ სამი პენალტიდან არცერთი არ იყო დასანიშნი.
gocha
14:02 15-09-2012
0

სიახლეები პოპულარული