ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0 - არც გოლები, არც სანახაობა

AutoSharing Option
"მცხეთა პარკზე" დიდი ვერაფერი სანახაობა გაიმართა - გამარჯვებისთვის ცდა არც "ვიტ ჯორჯიას" დაუკლია და არც "ზუგდიდს", თუმცა დუნე და არცთუ შინაარსიანი მატჩის ყველაზე ლოგიკური შედეგი სწორედ ნულოვანი ფრე იქნებოდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქულათა მარაგის შევსება ორივე გუნდს ესაჭიროებოდა და ვერ ვიტყვით, რომ მეტოქეებს ერთმანეთისთვის ხიფათი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათი ყველა მცდელობა ფუჭი გამოდგა.

თავდაპირველად სტუმრებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ მიზანმა ჯერ ირაკლი ქობალიას უმტყუნა, შემდეგ კი დავით ბოლქვაძეს.

პირველი ტაიმის შუაწელისკენ მასპინძლებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და დაწინაურება მათაც შეეძლოთ - "ზუგდიდის"
საჯარიმოში შეჭრილ გურამ გურეშიძეს თავადაც ჰქონდა დარტყმის შესაძლებლობა, მაგრამ გიორგი ვასაძისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ამ უკანასკნელს კი მიზანმა უმტყუნა.

გვქონდა იმედი, რომ მეორე ტაიმში შედარებით გააზრებულ ფეხბურთს ვიხილავდით, მაგრამ პირიქით მოხდა - თამაშის ტემპი კვლავ საშუალოზე დაბალი იყო, დასამახსოვრებელი მომენტები კი, ფაქტობრივად, არ გვინახავს.

მატჩის გმირობა ბექა ზაქრაძეს შეეძლო. იგი მოედანზე სულ რამდენიმე წამის შესული იყო, როცა სოლორეიდით რამდენიმე მეურვეს გასცდა, მაგრამ დარტყმა ძლიერი ვეღარ გამოუვიდა და სტუმართა მეკარემ ხიფათი იოლად განმუხტა.

დარჩენილ წუთებში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და "ვიტ ჯორჯიამ" და "ზუგდიდმა" საკუთარ აქტივს თითო ქულა შემატეს. ამაზე მეტს არც ერთი მათგანი იმსახურებდა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. V ტური
15.09. მცხეთა. მცხეთა პარკი. 400 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0

ვიტ ჯორჯია ზუგდიდი
4-1-4-1 4-2-3-1
დაუშვილი ძაგანია
ხურცილავა დ. ფოფხაძე
გოგიაშვილი ს. თოდუა
გეთიაშვილი გამეზარდაშვილი
ღანიაშვილი აკობია
კასრაძე კუტალია
კორიფაძე ტყემალაძე
ვასაძე სიხარულია
გურეშიძე დ. ბოლქვაძე
ჩიმაკაძე კოშკაძე
ლობჯანიძე ქობალია

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი ე. ქომეთიანი

ვიტ ჯორჯია
46. ლობჯანიძე - დავლაშელიძე
75. კასრაძე - ღიბრაძე
80. კორიფაძე - ზაქრაძე
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, ჯუღელი

ზუგდიდი
72. ბოლქვაძე - გუგუჩია
85. კოშკაძე - გაბედავა
86. კუტალია - ფარჯიკია
სათადარიგოები: მერლანი, აფაქიძე, ბოიომო, რ. ონიანი

გაფრთხილება: აკობია (38), დავლაშელიძე (67)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული