საქართველოს XXIV ჩემპიონატი. პირველი ლიგა: საინტერესო პერსონები (I ნაწილი)

AutoSharing Option
გარკვეულ მიზეზთა გამო, 2012-13 წლების პირველი ლიგის კალენდრის გამოქვეყნება დავიგვიანეთ; სამწუხაროდ, არც პირველი ლიგის ახლებურ ფორმატზე გვისაუბრია და არც ამ სეზონში მონაწილე გუნდების შემადგენლობებზე.

წლევანდელ გათამაშებაში იმდენი საინტერესო პერსონაა (მწვრთნელი, ფეხბურთელი, კლუბის ხელმძღვანელი), რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, წერილი მიგვეძღვნა.

შეცვლილი რეგლამენტი
პირველი ლიგის გათამაშების რეგლამენტი, წინა სეზონისგან განსხვავებით, აშკარად განსხვავებული და, რაც მთავარია, გამარტივებულია.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში პირველ ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობდა (10-10 გუნდი "ა" და "ბ" ჯგუფებში იყო გადანაწილებული). პირველი ეტაპი ორწრიანი იყო და ორივე ჯგუფში გამარჯვებული ორ-ორი საუკეთესო
გუნდი უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსს ინარჩუნებდა: მეორე ეტაპიდან პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი უერთდებოდა უმაღლესი ლიგის ოთხ აუტსაიდერს და ახალი ტურნირიც იწყებოდა.

რვაგუნდიან ტურნირს ყველა ნული ქულით იწყებდა და ორწრიანი გათამაშების შემდეგ 4 საუკეთესო უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებდა, დანარჩენი ოთხი კი პირველ ლიგაში რჩებოდა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პირველი ლიგის ორმა გუნდმა - საჩხერის "ჩიხურამ" და ბათუმის "დინამომ" შეძლეს უძლიერესთა შორის აღზევება; აი, ოზურგეთის "მერცხალისა" და ლანჩხუთის "გურიას" მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

წინა სეზონს ვიხსენებთ და ისიც ვთქვათ, რომ ოთხი საუკეთესოს გარდა, მეორე ეტაპზე ყველა დანარჩენი 16 გუნდისთვის, ფაქტობრივად, არაფრისმომცემი და უმოტივაციო გათამაშება ტარდებოდა.

საბედნიეროდ, ახალი სეზონის დაწყების წინ პირველი ლიგის რეგლამენტი საფუძვლიანად შეიცვალა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამარტივებული ფორმატით წარიმართება. ანუ გათამაშებაში მონაწილე 24 გუნდი ორ ჯგუფად (12-12 გუნდი) გაიყო და სამწრიან ჩემპიონატს ჩაატარებს. რაც მთავარია, თითოეულ გუნდს საბოლოო ჯამში თამაშების რაოდენობაც ოპტიმალური ექნება (33).

ამას გარდა, ნაკლებად უნდა ველოდოთ "საჭირო" თუ "არასაჭირო" შეხვედრებსაც: "ა" და "ბ" ჯგუფებში გამარჯვებული ორი გუნდი მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებს, ბოლოადგილოსნები კი მეორე ლიგაში დაქვეითდებიან.

მოკლედ, ის ფაქტი, რომ უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსს მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იძლევა, საინტერესო პაექრობების წინაპირობა უნდა გახდეს.

ახლები და ძველები
ახალ სეზონში პირველ ლიგას ექვსი ახალი გუნდი შეემატა: "სასკო" (თბილისი), "შუქურა" (ქობულეთი), "ლიახვი" (აჩაბეთი), "ბეთლემი"( ქედა), "რაჭა" (ამბროლაური) და "დინამო-2" (თბილისი). თუმცა, ეს უკანასკნელი უკონკურსოდ იასპარეზებს - ანუ უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არ ექნება.

დანარჩენ 18 გუნდს კი სხვადასხვა ხანგრძლივობით უასპარეზია პირველ ლიგაში, თუმცა დრო იყო, ამათგან უმრავლესობა უმაღლეს ლიგაში რომ გამოდიოდა და არცთუ წარუმატებლადაც.

აი, ამ გუნდების ჩამონათვალიც: თბილისის "ლოკომოტივსა" და "სამტრედიას" უმაღლეს ლიგაში 13-13 სეზონი გაუტარებიათ, ლანჩხუთის "გურიასა" და წყალტუბოს "სამგურალს" - 11-11, ცხინვალის "სპარტაკს" - 5, ხობის "კოლხეთსა" და ოზურგეთის "მერცხალს" - 4-4, "გაგრას" - 3, ვანის "სულორსა" და "ჭიათურას" ("მაღაროელს") - 2-2, ქობულეთის "შუქურას" - 1.

თანაც, ზემოთ ნახსენებ გუნდებს ტიტულებიც არ აკლიათ: "ლოკომოტივმა" სამჯერ მოიპოვა საქართველოს თასი, "გურიამ" და "გაგრამ" - თითო-თითოჯერ; "სამგურალი" თასის ფინალშია გასული, ხოლო იმავე "ლოკომოტივს", "გურიასა" და "სამტრედიას" სხვადასხვა დროს საჩემპიონო ამბიციებიც ჰქონიათ და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ამ გუნდების მიერ ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილი (უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ) მეტ-ნაკლებად წარუმატებლობად მიიჩნეოდა...

მწვრთნელები
პირველი ლიგის გათამაშებამ სტარტი 25 აგვისტოს აიღო და ოთხი ტურის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძნელია ამა თუ იმ გუნდის შანსები შევაფასოთ. თუმცა, იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ კვლავაც უმაღლესში დასაბრუნებლად იბრძოლებენ "სპარტაკი" და "გაგრა".

იგივეს თქმა შეიძლება "გურიაზე", "სამტრედიასა" და "ლოკომოტივზე". სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ხობის "კოლხეთის" წარმატებული სტარტიც და ნურც სხვა გუნდებს ჩამოვწერთ.

მოკლედ, ტურნირი გრძელია და ცხრილშიც არაერთი გადაადგილება მოხდება. მანამდე კი ერთობ საინტერესო ტენდენციაზე გვინდა ვისაუბროთ: ბოლო წლებია, პირველი ლიგის გუნდებში ერთიმეორეზე გამოცდილი სპეციალისტები რომ არ თაკილობენ მუშაობას.

ისე, მართლაც პარადოქსია: ამ ბოლო დროს უმაღლეს ლიგაში ახალგაზრდა მწვრთნელების მოზღვავება შეინიშნება, პირველ ლიგაში კი პირიქით არის! ამაში კი თავად დარწმუნდებით და ჯერ "ა" ჯგუფში მომუშავე სპეციალისტები უნდა ვახსენოთ.

ჩამოთვლას კი, რაღა თქმა უნდა, რამაზ მუმლაძით დავიწყებთ: 56 წლის სპეციალისტს ბევრი წარდგენა არ სჭირდება და მხოლოდ იმას შევახსენებთ გულშემატკივრებს, რომ ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი მეორეზე გავიდა.

არანაკლებ გამოცდილია პირველი ლიგის დებიუტანტის, "სასკოს" თავკაცი, ასევე 56 წლის თენგიზ კაციაც, ვისაც თავის დროზე უმაღლეს ლიგაშიც გაუწვრთნია გუნდები, თუმცა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მრავალწლიანი მუშაობით უფრო არის ცნობილი.

"სქურის" გამოცდილი თავკაცი ნუგზარ ბოჯგუა 90-იანი წლების დასაწყისში სოხუმის "ცხუმის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და იმდროინდელი მისი რამდენიმე შეგირდი დღესდღეობით პირველი ლიგის გუნდებს წვრთნის: გოჩა ჟორჟოლიანი (სტუ), ზვიად ჯელაძე და თენგიზ სიჭინავა ("გაგრა"), გიორგი გოგიაშვილი ("სამგურალი").

"ა" ჯგუფის მწვრთნელებზე ვსაუბრობთ და, რაღა თქმა უნდა, რევაზ ბურკაძეც უნდა ვახსენოთ: 56 წლის სპეციალისტი ხანგრძლივზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სამწვრთნელო ასპარეზზე და ვანის "სულორი" ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში სწორედ რევაზ ბურკაძე გახლდათ ქუთაისის "ტორპედოს" ("ქუთაისის") მთავარი მწვრთნელი.

თუმცა, ბურკაძის გარდა, პირველ ლიგაში სხვა მწვრთნელებიც არიან, ჯერ კიდევ 1990 წელს (ანუ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში) რომ მოღვაწეობდნენ ქართულ ფეხბურთში. მაგალითად, ვლადიმერ ხაჩიძე, - გამოცდილმა მწვრთნელმა პირველ ლიგაში დაქვეითებული "სპარტაკი" არ მიატოვა და პირველსავე ცდაზე აპირებს უმაღლესში დაბრუნებას.

საკლუბო ფეხბურთში გარკვეული პაუზის შემდეგ ბრუნდება ასლან ბალაძეც - 52 წლის სპეციალისტი ბოლო ხანებში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა, ამ სეზონიდან კი ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელია - იმ "შუქურასი", რომლის დირექტორიც წარსულში ცნობილი ქართველი ფორვარდი რევაზ ჩელებაძე გახლავთ! სხვათა შორის, ჩელებაძეც ლამის არის, 15-16-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება საკლუბო ფეხბურთს.

აი, რაც შეეხება პირველი ლიგის ყველაზე ტიტულიან მწვრთნელს, არ დავმალავთ, ჩვენთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა ბათუმის "ადელის" მწვრთნელ-კონსულტანტის პოსტზე რევაზ ძოძუაშვილის "აღმოჩენა". ძოძუაშვილს მართლაც უნიკალური საკლუბო მიღწევები აქვს: ერთადერთი მწვრთნელია, სამ გუნდს რომ მოაპოვებინა საქართველოს ჩემპიონობა ("დინამო", "ტორპედო", "ოლიმპი"); ასევე ერთადერთია, სამ სხვადასხვა გუნდს საქართველოს თასი რომ ააღებინა ("დინამოს", "ტორპედოს", "ლოკომოტივს").

67 წლის ძოძუაშვილზე არანაკლებ გამოცდილი ქართული სამწვრთნელო სკოლის კიდევ ერთი დამსახურებული წარმომადგენელი ელგუჯა გუგუშვილი - კვლავაც და კვლავაც მშობლიურ "ზოოვეტს" რომ თავკაცობს. ისე, გუგუშვილს მართლაც უნდა ჰქონდეს "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვედრაზე პრეტენზია: ორმოც წელზე მეტია, რაც ეს სპეციალისტი "ზოოვეტის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ!

სამწუხაროდ, დღეს ყველა გუნდის მწვრთნელი ვერ ვახსენეთ; არადა, ბევრ მართლაც საინტერესო სპეციალისტს ავუარეთ გვერდი. თუნდაც - ბესიკ შეროზია: 51 წლის მწვრთნელი ამჯერად ხობის "კოლხეთს" თავკაცობს და შედეგიც შესაშური აქვს (ოთხიდან ოთხი მოგება).

დაბოლოს, პირველი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელზეც: 34 წლის გელა სანაია გარკვეული პაუზის შემდეგ იმ გუნდში დაბრუნდა, სადაც შედგა კიდეც მისი სამწვრთნელო დებიუტი; თბილისის "ლოკომოტივზეა" ლაპარაკი, პირველი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულ გუნდზე, თუმცა ამ კლუბის ერთიმეორეზე პერსპექტიულ ჭაბუკებსა და საერთოდ, ამ სეზონში პირველ ლიგაში მოასპარე ფეხბურთელებზე შემდეგში ვისაუბროთ...

საქართველოს 2012-13 წწ. XXIV ჩემპიონატის პირველი ლიგის კალენდარი

A ჯგუფი

I წრე
V ტური. 23.09
რაჭა - ჭიათურა
სასკო - იმერეთი
სქური - სულორი
ბეთლემი - გაგრა

24.09
გურია - დინამო-2
სტუ - მეშახტე

VI ტური. 28.09
მეშახტე - ჭიათურა
სულორი - ბეთლემი
იმერეთი - სქური
დინამო-2 - სასკო

29.09
გაგრა - სტუ
რაჭა - გურია

VII ტური. 05.10
გურია - ჭიათურა
სასკო - რაჭა
სქური - დინამო-2
ბეთლემი - იმერეთი
მეშახტე - გაგრა

06.10
სტუ - სულორი

VIII ტური. 13.10
ჭიათურა - გაგრა
სულორი - მეშახტე
იმერეთი - სტუ
რაჭა - სქური
გურია - სასკო

14.10
დინამო-2 - ბეთლემი

IX ტური. 18.10
სასკო - ჭიათურა
სქური - გურია
ბეთლემი - რაჭა
მეშახტე - იმერეთი
გაგრა - სულორი

19.10
სტუ - დინამო-2

X ტური. 25.10
ჭიათურა - სულორი
იმერეთი - გაგრა
დინამო-2 - მეშახტე
რაჭა - სტუ
გურია - ბეთლემი
სასკო - სქური

XI ტური. 01.11
სქური - ჭიათურა
ბეთლემი - სასკო
სტუ - გურია
მეშახტე - რაჭა
სულორი - იმერეთი

02.11
გაგრა - დინამო-2

II წრე
XII ტური. 06.11
ჭიათურა - იმერეთი
სულორი - დინამო-2
გაგრა - რაჭა
მეშახტე - გურია
სტუ - სასკო
ბეთლემი - სქური

XIII ტური. 13.11
ბეთლემი - ჭიათურა
სქური - სტუ
სასკო - მეშახტე
გურია - გაგრა
რაჭა - სულორი
დინამო-2 (თბ) - იმერეთი

XIV ტური. 19.11
იმერეთი - რაჭა
სულორი - გურია
გაგრა - სასკო
მეშახტე - სქური
სტუ - ბეთლემი

20.11
ჭიათურა - დინამო-2

XV ტური. 24.11
სტუ - ჭიათურა
ბეთლემი - მეშახტე
სქური - გაგრა
გურია - იმერეთი
რაჭა - დინამო-2 (თბ)

25.11
სასკო - სულორი

XVI ტური. 29.11
ჭიათურა - რაჭა
იმერეთი - სასკო
სულორი - სქური
გაგრა - ბეთლემი
მეშახტე - სტუ

30.11.
დინამო-2 - გურია

XVII ტური. 04.12
ჭიათურა - მეშახტე
სტუ - გაგრა
ბეთლემი - სულორი
სქური - იმერეთი
გურია - რაჭა

05.12
სასკო - დინამო-2

B ჯგუფი
I წრე
V ტური. 24.09
აეტი - სამტრედია
ზოოვეტი - ადელი
სამგურალი - ჩხერიმელა
ლიახვი - კოლხეთი
სპარტაკი - მერცხალი
შუქურა - ლოკომოტივი

VI ტური. 29.09
სამტრედია - ლოკომოტივი
მერცხალი - შუქურა
კოლხეთი - სპარტაკი
ჩხერიმელა - ლიახვი
ადელი - სამგურალი
აეტი - ზოოვეტი

VII ტური. 06.10
ზოოვეტი - სამტრედია
სამგურალი - აეტი
ლიახვი - ადელი
სპარტაკი - ჩხერიმელა
შუქურა - კოლხეთი
ლოკომოტივი - მერცხალი

VIII ტური. 14.10
სამტრედია - მერცხალი
კოლხეთი - ლოკომოტივი
ჩხერიმელა - შუქურა
ადელი - სპარტაკი
აეტი - ლიახვი
ზოოვეტი - სამგურალი

IX ტური. 19.10
სამგურალი - სამტრედია
ლიახვი - ზოოვეტი
სპარტაკი - აეტი
შუქურა - ადელი
ლოკომოტივი - ჩხერიმელა
მერცხალი - კოლხეთი

X ტური. 26.10
სამტრედია - კოლხეთი
ჩხერიმელა - მერცხალი
ადელი - ლოკომოტივი
აეტი - შუქურა
ზოოვეტი - სპარტაკი
სამგურალი - ლიახვი

XI ტური. 02.11
ლიახვი - სამტრედია
სპარტაკი - სამგურალი
შუქურა - ზოოვეტი
ლოკომოტივი - აეტი
მერცხალი - ადელი
კოლხეთი - ჩხერიმელა

II წრე
XII ტური. 07.11
სამტრედია - ჩხერიმელა
კოლხეთი - ადელი
მერცხალი - აეტი
ლოკომოტივი - ზოოვეტი
შუქურა - სამგურალი
სპარტაკი - ლიახვი

XIII ტური. 14.11
სპარტაკი - სამტრედია
ლიახვი - შუქურა
სამგურალი - ლოკომოტივი
ზოოვეტი - მერცხალი
აეტი - კოლხეთი
ადელი - ჩხერიმელა

XIV ტური. 20.11
სამტრედია - ადელი
ჩხერიმელა - აეტი
კოლხეთი - ზოოვეტი
მერცხალი - სამგურალი
ლოკომოტივი - ლიახვი
შუქურა - სპარტაკი

XV ტური. 25.11
შუქურა - სამტრედია
სპარტაკი - ლოკომოტივი
ლიახვი - მერცხალი
სამგურალი - კოლხეთი
ზოოვეტი - ჩხერიმელა
აეტი - ადელი

XVI ტური. 30.11
სამტრედია - აეტი
ადელი - ზოოვეტი
ჩხერიმელა - სამგურალი
კოლხეთი - ლიახვი
მერცხალი - სპარტაკი
ლოკომოტივი - შუქურა

XVII ტური. 05.12
ლოკომოტივი - სამტრედია
შუქურა - მერცხალი
სპარტაკი - კოლხეთი
ლიახვი - ჩხერიმელა
სამგურალი - ადელი
ზოოვეტი - აეტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული