"ზესტაფონი" გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩი სახიფათო მომენტებით სავსე არ ყოფილა, მსგავსი ეპიზოდები ძალიან იშვიათად იქმნებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს რატი წინამძღვრიშვილს შეეძლო მასპინძელთა დაწინაურება, მაგრამ თემურ ღონღაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ვერ შესწვდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ბესიკ დეკანოიძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ "ჩიხურას" შემტევს სუფთა ვარდნით ბურთი გიორგი კაჭკაჭიშვილმა აართვა და მეკარესთან პირისპირ გასვლის საშუალება არ მისცა.
მეორე ტაიმში გამარჯვების გოლის გატანის შანსი მამუკა
წესით, ეს შედეგი "ჩიხურას" უფრო უნდა აძლევდეს ხელს, სოსო ფრუიძის გუნდმა ხომ "ზესტაფონთან" სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური
30.09. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 000 მაყურებელი
ზესტაფონი-ჩიხურა 0:0
ზესტაფონი ჩიხურა
4-5-1 4-5-1
რ. კვასხვაძე სომხიშვილი
თ. ღონღაძე ოდიკაძე
კობახიძე ლ. ჭელიძე
კაჭკაჭიშვილი საჯაია
თევ. გრიგალაშვილი ჩიკვაიძე
შარიქაძე დიღმელაშვილი
ბაბუნაშვილი ლომაშვილი
მენთეშაშვილი დ. კირკიტაძე
თორ. გრიგალაშვილი ნ. კვასხვაძე
რაჟამაშვილი დეკანოიძე
წინამძღვრიშვილი რ. გოცირიძე
მწვრთნელები:
დ. მუჯირი, ზ. ზამთარაძე - ს. ფრუიძე
ზესტაფონი
58. რაჟამაშვილი - სარდალიშვილი
71. წინამძღვრიშვილი - კვერნაძე
82. ბაბუნაშვილი - დ. მუჯირი
სათადარიგოები: მამალაძე, ელიავა, შარვაძე, ჭანტურიშვილი
ჩიხურა
68. რ. გოცირიძე - გ. ჩხეტიანი
80. დეკანოიძე - ნ. მაისურაძე
84. ნ. კვასხვაძე - ძამსაშვილი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ქიმაძე, მურველაშვილი
გაფრთხილება: ლ. ჭელიძე (12), მენთეშაშვილი (25), დიღმელაშვილი (60)
არბიტრი: ჯ. ხორავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"