"ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, გორის "დილა" მეორე ადგილზეა და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.
საინტერესოა, რომ გორის "დილას" მოთამაშეთა საერთო ფასი 2011 წლის სექტემბერში მხოლოდ 900 000 ევრო იყო, გუნდის წევრების საშუალო ფასი კი 37 500 ევრო და გორელთა კლუბი უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შორის ჯამური მაჩვენებლით მე-10 ადგილზე იმყოფებოდა.
ახლა კი ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნათან ჟუნიორის ტრანსფერიც ჩათვლილია და თავის არსებობის
ცხადია, ეს კლუბში მენეჯერ მამუკა ჯუღელის ჩამოყვანილი მოთამაშეების დამსახურებაა. ამჟამად "დილას" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები არიან ლაშა სალუქვაძე (750 000), გოჩა ხოჯავა (650 000), კახა ალადაშვილი (300 000), გიორგი კახელიშვილი, ირაკლი ლექვთაძე (ორივე - 250 000). მანამდე კი პირველზე დავით რაჟამაშვილი (200 000) იყო, რომელიც "ზესტაფონში" გადავიდა.
აქვე ვიტყვით, რომ "დინამოს" ჯამური ფასი 2 მილიონით დაეცა და ამჟამად 8,6 მილიონია. იგივე მოხდა "ზესტაფონის" შემთხვევაშიც, რომელიც ბევრ წამყვან მოთამაშეს შეელია - იანვარში 7,3 მილიონად შეფასებული გუნდის ფასი ამჟამად 5,1 მილიონია.
საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა "ვიტ ჯორჯიას" ჰყავს, რომლის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 21,6 წელია. ყველაზე ასაკოვანი ბოლნისის "სიონია" - 26,2 წელი.
გუნდი | მ.ს.ა. | გ.ჯფ. | ფ.ს.ფ. | |
1. | "დინამო" | 24.8 | 8 600 000 | 330 769 |
2. | "დილა" | 26.0 | 8 550 000 | 294 828 |
3. | "ზესტაფონი" | 24.3 | 5 100 000 | 196 154 |
4. | "მეტალურგი" | 25.2 |
4 150 000 | 159 615 |
5. | "ტორპედო" | 23.1 | 3 350 000 | 134 000 |
6. | "ზუგდიდი" | 26.1 | 2 850 000 | 109 615 |
7. |
"ჩიხურა" | 26.0 | 2 150 000 | 71 667 |
8. |
"კოლხეთი-1913" | 24.7 |
1 825 000 |
60 833 |
9. | "სიონი" | 26.2 | 1 750 000 | 58 333 |
10. | "ვიტ ჯორჯია" | 21.6 | 1 750 000 | 70 000 |
11. | "ბათუმი" | 23.8 | 1 600 000 | 48 485 |
12. | "მერანი" | 24.1 | 1 025 000 | 36 607 |
მოთამაშეთა საშუალო ღირებულება 127.844
ლეგიონერების რაოდენობა: 19 (5,7%)
* თანხები მოცემულია ევროში
* მ.ს.ა. - მოთამაშეთა საშუალო ასაკი; გ.ჯ.ფ. - გუნდის ჯამური ფასი; ფ.ს.ფ. - ფეხბურთელთა საშუალო ფასი.
* * *
ცხადია, წინა თვეების მაჩვენებელთა გათვალისწინებით, სტატისტიკა კარგია, მაგრამ მთავარია, ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი კერძო მეპატრონე გამოჩნდეს.
ეს საფეხბურთო გარემოსაც გააუმჯობესებს და კონკურენციასთან ერთად, კლუბებისა და მოთამაშეთა ფასებს უფრო გაზრდის.
ამჟამად კი უმაღლესი ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:
1. გიორგი მერებაშვილი (თბილისის "დინამო") - 1 300 000
2. გოგიტა გოგუა (გორის "დილა") - 1 000 000
3. გიორგი ლორია (თბილისის "დინამო") - 800 000
3-5. ჩისკო (თბილისის "დინამო"), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - გორის "დილა") - 750 000
6. როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") - 700 000
7. გიორგი შაშიაშვილი (გორის "დილა") - 650 000
8. მიკელ ალვარო (თბილისის "დინამო") - 600 000
9. ჯაბა დვალი (თბილისის "დინამო") - 550 000
10. გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის "დინამო") - 500 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი: საქართველოდან კვლავ "დილა" ლიდერობს