დავადგინეთ, რომ მედლები ტორპედოელებს გორის "დილასთან" საშინაო მატჩის დაწყებამდე სტადიონზე, ხალხის თანდასწრებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა, გეგუჩაძემ კი შემდეგ ოფისში ფეხბურთელებს სათითაოდ დაურიგა.
კლუბს გარჯა არ დაუკარგავს იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც ამ მონაპოვარში თავიანთი წვლილი შეიტანეს და დღესდღეობით ქუთაისურ გუნდში აღარ არიან: დავით გამეზარდაშვილს, თემურ ფარულავას, თორნიკე თარხნიშვილს, დავით დიღმელაშვილს,
გია გეგუჩაძემ გულშემატკივრების მიმართ მშვენიერი ჟესტი გააკეთა: იმის დასტურად, რომ გუნდი და გულშემატკივრები ერთ საქმეს ემსახურებიან და მუდმივი და ერთგული მხარდაჭერისთვის მადლობის ნიშნად, ბრინჯაოს მედალი ქომაგთა კლუბ "ტორნადოსაც"გადასცა.
ისე, ურიგო არ იქნებოდა, კვლავ რომ აღდგეს წლის შემაჯამებელი საფეხბურთო შოუ "დია", რომელიც პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის დაშლის შემდეგ, აღარ ჩატარებულა.
ტიტულს და მედლებს ფასი მაშინ აქვს, როდესაც მის გადაცემას მთელი ქვეყანა უყურებს და ამიტომაც გვაქვს იმედი, რომ "დია" მალე დაგვიბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"