დაგვიანებული ბრინჯაოს მედლები ქუთაისის ”ტორპედოს”

AutoSharing Option
უცნაურად გვეჩვენა ქუთაისის "ტორპედოს" პრეს-სამსახურის ცნობა: გასულ ჩემპიონატში დაკავებული მე-3 ადგილისთვის ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამზადებული მედლები 4 ოქტომბერს... მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ოფისში გადასცა.

დავადგინეთ, რომ მედლები ტორპედოელებს გორის "დილასთან" საშინაო მატჩის დაწყებამდე სტადიონზე, ხალხის თანდასწრებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა, გეგუჩაძემ კი შემდეგ ოფისში ფეხბურთელებს სათითაოდ დაურიგა.

კლუბს გარჯა არ დაუკარგავს იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც ამ მონაპოვარში თავიანთი წვლილი შეიტანეს და დღესდღეობით ქუთაისურ გუნდში აღარ არიან: დავით გამეზარდაშვილს, თემურ ფარულავას, თორნიკე თარხნიშვილს, დავით დიღმელაშვილს,
რევაზ გოცირიძეს
და მედლები მათაც გადაეცემათ.

გია გეგუჩაძემ გულშემატკივრების მიმართ მშვენიერი ჟესტი გააკეთა: იმის დასტურად, რომ გუნდი და გულშემატკივრები ერთ საქმეს ემსახურებიან და მუდმივი და ერთგული მხარდაჭერისთვის მადლობის ნიშნად, ბრინჯაოს მედალი ქომაგთა კლუბ "ტორნადოსაც"გადასცა.

ისე, ურიგო არ იქნებოდა, კვლავ რომ აღდგეს წლის შემაჯამებელი საფეხბურთო შოუ "დია", რომელიც პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის დაშლის შემდეგ, აღარ ჩატარებულა.

ტიტულს და მედლებს ფასი მაშინ აქვს, როდესაც მის გადაცემას მთელი ქვეყანა უყურებს და ამიტომაც გვაქვს იმედი, რომ "დია" მალე დაგვიბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული