"დინამოს" ზუგდიდელებთან გასვლით მატჩებში არაერთხელ დაუკარგავს ქულები და ამიტომ ეს შედეგი განსაკუთრებულ მოულოდნელობად არ უნდა მივიჩნიოთ.
განმუხურში გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში დაწინაურება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ხან შემტევებს ღალატობდათ მიზანი, ხანაც მეკარეები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე.
მასპინძელთაგან ხიფათი ბოლქვაძემ და ქობალიამ, ხოლო სტუმართაგან რეხვიაშვილმა და მერებაშვილმა შექმნეს. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ზვიად სიხარულიას დარტყმა, რომელიც "დინამოს" კარის ხარიხას მოხვდა.
მალე დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა და ჯაბა დვალმა დედაქალაქელები თავური დარტყმით დააწინაურა.
რვა წუთში წონასწორობა ირაკლი ქობალიამ აღადგინა, რომელმაც შეცვლაზე შემოსული გიორგი გაბედავას პასით ჩინებულად ისარგებლა.
შეხვედრის ბოლოს იყო უსიამოვნო შეძახილები და პროტესტი მსაჯის მიმართ - მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, არბიტრმა კი თამაშის გაგრძელებაზე მიანიშნა.
ბოლოს თითო სახიფათო მომენტი დვალმა და გაბედავამ გაცვალეს და შეიძლება ითქვას, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამო"): "ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოლოდინმა გაამართლა და კარგი შეხვედრა გამოვიდა. გოლის გატანის რეალური შანსი, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მეტოქესაც არაერთხელ ჰქონდა. მატჩის შედეგით არ ვარ კმაყოფილი, ვინაიდან ჩვენ ვიგებდით და სამი ქულის აღება შეგვეძლო. გატანილი გოლის შემდეგ გუნდი მოდუნდა, დაცვაში მეტი სივრცეები გაჩნდა, რის ხარჯზეც მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩი ისე წარიმართა, შეიძლება წაგვეგო კიდეც, თუმცა საბოლოოდ ფრედ ვითამაშეთ".
ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდი"): "დაძაბული თამაში იყო. "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და ბიჭები მოედანზე მოტივირებულნი გამოვიდნენ. მათთვის იმის შეხსენება არ დამჭირვებია, თუ რა ძალას წარმოადგენს "დინამო". მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ კარგი შეხვედრა გამოვიდა".
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
6.10. განმუხური. 800 მაყურებელი
ზუგდიდი-დინამო 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 დვალი (67), 1:1 ქობალია (75)
ზუგდიდი დინამო
4-2-3-1 4-2-3-1
ძაგანია ზარქუა
ფოფხაძე ხიზანეიშვილი
ს. თოდუა კვეკვესკირი
გამეზარდაშვილი გ. კვარაცხელია
აკობია რეხვიაშვილი
ტყემალაძე ხმალაძე
სიხარულია ალვარო
კუტალია სეთურიძე
დ. ბოლქვაძე მერებაშვილი
შ. ლომია გლიშიჩი
ქობალია დვალი
მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი დ. უჰრინი
ზუგდიდი
66. სიხარულია - კოშკაძე
72. შ. ლომია - გაბედავა
80. კუტალია - წურწუმია
სათადარიგოები: მაქაცარია, აფაქიძე, რ. ონიანი, ფარჯიკია
დინამო
77. გლიშიჩი - რობერტინიო
84. კვეკვესკირი - ძარია
88. მერებაშვილი - ვოსკობოინიკოვი
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, პაპავა, გველესიანი
გაფრთხილება: კვეკვესკირი (81)
არბიტრი: თ.გვანცელაძე
სხვა მატჩები
ჩიხურა-მეტალურგი 1:0 - მომენტი უამრავი, გოლი ერთადერთი
სიონი-ზესტაფონი 0:2 - ბოლნისში ბურთის გარდა ბოთლმაც იფრინა
დილა-დინამო (ბთ) 2:0 - გორელებმა ზღვაც მშრალად გადაცურეს
კოლხეთი-მერანი 0:1 - საბა ლომია ისევ ლომია!
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3 - დამაჯერებლად შესრულებული მისია
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 9 | 6 | 2 | 1 | 25-6 | 20 |
2 | ტორპედო | 9 | 6 | 1 | 2 | 21-7 | 19 |
3 | ჩიხურა | 9 | 5 | 2 | 2 | 11-8 | 17 |
4 | დილა | 9 | 5 | 1 | 3 | 13-7 | 16 |
5 | ზესტაფონი | 9 | 4 | 2 | 3 | 10-6 | 14 |
6 | ზუგდიდი | 9 | 3 | 5 | 1 | 10-6 | 14 |
7 | მეტალურგი | 9 | 4 | 0 | 5 | 6-12 | 12 |
8 | მერანი | 9 | 4 | 0 | 5 | 6-14 | 12 |
9 | დინამო (ბთ) | 9 | 2 | 2 | 5 | 10-17 | 8 |
10 | ვიტ ჯორჯია | 9 | 2 | 2 | 5 | 7-14 | 8 |
11 | სიონი | 9 | 1 | 4 | 4 | 9-17 | 7 |
12 | კოლხეთი | 9 | 0 | 3 | 6 | 4-17 | 3 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო თბილისი) 7
ჯორბენაძე (დინამო ბათუმი) 6
ჯიქია (სიონი) 5
ჩისკო (დინამო თბილისი) 4
ალვარო (დინამო თბილისი) 4
მერებაშვილი (დინამო თბილისი) 4
საბანაძე (ტორპედო) 4
ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია) 4
X ტური
20 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
მერანი-დინამო (თბ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"