ლევან ფხაკაძე: სამწუხაროდ, კვლავ იყო არბიტრის უხეში შეცდომა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ მისი გუნდის საჩხერის "ჩიხურასთან" მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქუთასის "ტორპედოს" გულშემატკივრებს გამარჯვება.

ძალიან საინტერესო თამაში იყო. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მიხარია, რომ ჩვენი გუნდის წინსვლას ვადევნებ თვალს.

საჩხერის "ჩიხურა" ძლიერი მეტოქე იყო. ძალიან საინტერესო გუნდია და მისი სახით საკმაოდ ძლიერი კლუბი შეემატა ჩემპიონატს. ამიტომ "ტორპედომ" ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა",
- თქვა ფხაკაძემ.

ფხაკაძე ასევე მსაჯობის თემას შეეხო. შეგახსენებთ, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა
თორნიკე გვანცელაძემ ქუთაისელებს აშკარა პენალტი არ დაუნიშნა და მასპინძელი გუნდის ფეხბურთელს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

"სამწუხაროდ, კვლავ იყო არბიტრის უხეში შეცდომა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდმა იპოვა ძალა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა", - აღნიშნა "ტორპედოს" პრეზიდენტმა.

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

ასევევ იხილეთ:
გია გეგუჩაძე: მეორე ტაიმში "ჩიხურა" მთლიანად დავჯაბნეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული