როგორც მატჩმა დაგვანახა, ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა - კოლხთა დუბლიორმა მეკარემ ისეთი გოლები გაუშვა, აუღებელთა კატეგორიას არც ერთი რომ არ განეკუთვნებოდა.
არადა, როგორც ამ ჩემპიონატში ფოთელებს დაებედათ, გაცილებით ძლიერ მეტოქეს თითქმის ტოლს არ უდებენ, მაგრამ დაცვაში დაშვებული მიუტევებელი თითოოროლა შეცდომის გამოა, ბრძოლისუნარიანი "კოლხეთი" ცხრილის ფსკერზე რომაა და ჯერაც არ გაუგია მოგების
მასპინძელთა საწინააღმდეგოდ, აღმავლობის გზაზე მყოფმა და ექს-კოლხი გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა გორელებმა ზედიზედ მეექვსე და გოლგაუშვებელი მოგება "გამოაცხვეს". "ფაზისზე", დარასელიას გარდა, ორმა ისეთმა მობურთალმა (დავით კვირკველია, რომან ახალკაცი) ითამაშა, რომელთა წარმატებული კარიერა "კოლხეთიდან" იწყება, ხოლო საერთოდ ფოთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ლაშა გვალია თადარიგში იყო.
მართალია, სათამაშო უპირატესობას თავიდანვე "დილა" დაეუფლა, მაგრამ შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლებმა კარის საიმედოდ შენახვა მოახერხეს.
მეტიც, პირველი რეალური ხიფათი კოლხებმა შექმნეს, როცა პავლე დათუნაიშვილის შორეულ ძელთან დარტყმული მარინ სკენდერმა კუთხურზე გადააგდო. იქვე გორელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და მცველთა უყურადღებობით ვერ ისარგებლეს მასპინძლებმა.
რაც შეეხებათ სტუმრებს, პირველ 45 წუთში ორიოდ ღირებული ხიფათი შექმნეს - ორივე მეტად აქტიურმა დავით კვირკველიამ წამოიწყო: ჯერ შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, მაგრამ მცველთა შეცდომა რომან ახალკაცმა ვერ გამოიყენა, ხოლო მეორედ მისი ჩაწოდებული უკვე გიორგი ონიანმა ვერ აქცია გოლად, როცა თავური დარტყმით დაემუქრა "კოლხეთის" კარს.
თითქოს რაღაც განსაკუთრებული საფრთხე მასპინძლებს არც მეორე ნახევარში ემუქრებოდათ - "დილას" უპირატესობა საგოლე მომენტებად არ სრულდებოდა, თუმცა მცველებმა ზედ საჯარიმო ხაზთან ჯარიმა "აიკიდეს".
ეს 59-ე წუთი იყო: მატჩის უდავოდ გამორჩეულმა მობურთალმა გოგიტა გოგუამ ხარშილაძეს პირდაპირ ჯარიმიდან გაუტანა, 1:0.
გოგუამ სულ რაღაც ხუთიოდ წუთში კი სანდრო გურულთან გაითამაშა ბურთი და საგოლედ ირაკლი კლიმიაშვილს დაუგორა - "კოლხეთის" მეკარე ამჯერადაც უძლური აღმოჩნდა და ბურთის შეკავება ვერ შეძლო, 0:2.
ხარშილაძემ ასევე ვერ მოახერხა გულვერდ თომაშვილის დარტყმული ბურთის ხელით შეკავება - 0:3.
ერთადერთი შანსი მასპინძლებს 0:1-ზე მიეცათ, როცა მაღალ ბურთზე გამოსვლისას სკენდერი შეცდა, მაგრამ ილია პავლიაშვილისთვის ანგარიშის გასათანაბრებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - ვითარება მცველებმა განმუხტეს.
ამ მოგებით "დილამ" კიდევ უფრო განიმტკიცა მოწინავეთა შორის ადგილი, ხოლო კვლავაც დამარცხებული "კოლხეთი" ბოლო ადგილზე კიდევ უფრო "გამყარდა". ისე კი, რა ელის ამ ორ (სამინისტრო-მერია-პორტის ფინანსებზე დამოკიდებულ) კლუბს ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში, ჯერ არავინ იცის.
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. X ტური
20.10.2012. ფოთი. ფაზისი. 800 მაყურებელი
კოლხეთი-დილა 0:3
0:1 გოგუა (59), 0:2 კლიმიაშვილი (64. გოგუას პასით), 0:3 თომაშვილი (71. გურულის პასით)
კოლხეთი დილა
4-1-4-1 4-4-2
ხარშილაძე სკენდერი
გ. კილასონია შაშიაშვილი
ცხვიტარია გ. ონიანი
ფარულავა თომაშვილი
ქორჩილავა კვირკველია
გოგონაია კახელიშვილი
კრასოვსკი გოგუა
ქებაძე ბეჭვაია
ცხადაია კლიმიაშვილი
პ. დათუნაიშვილი ს. გურული
პავლიაშვილი ახალკაცი
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. დარასელია
კოლხეთი
63. კრასოვსკი - ღუჭაშვილი
68. ცხადაია - მოსიაშვილი
77. დათუნაიშვილი - წაბრია
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, ზ. ჩხეტიანი, ხომასურიძე, კვანტალიანი
დილა
30. შაშიაშვილი - ალადაშვილი
46. ახალკაცი - ჟუნიორი
74. კლიმიაშვილი - გორელიშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, კაშია, გვალია
გაფრთხილება: ცხადაია (24), კილასონია (48), გორელიშვილი (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა: ფოთელებს მეორე ტაიმში დაღლილობა დაეტყოთ
ირაკლი კლიმიაშვილი: უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ