ირაკლი ძარია: "ზესტაფონთან" მატჩში ქომაგი ჩვენგან მხოლოდ მოგებას ელის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა ირაკლი ძარიამ "ზესტაფონთან" საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"შეიძლება ითქვას, რომ მე, როგორც ფეხბურთელი, "ზესტაფონში" ჩამოვყალიბდი. ამ გუნდში ხუთი წელი ვითამაშე, თუმცა დღეს "დინამოს" მაისურით ვთამაშობ და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

იქიდან გამომდინარე, რომ "ზესტაფონი" უშუალო კონკურენტია, მომავალ შეხვედრაში მათთან მოპოვებული გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება.

გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის. იმედი მაქვს, მომავალ საშინაო თამაშს მოვიგებთ და "დინამოს" ერთგულ გულშემატკივარს გავახარებთ", - თქვა ძარიამ.

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი ლორია
მოედანს "ზესტაფონთან" დაუბრუნდება?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძარია ლომი ხარ, შენ რო არ ყავდე დინამოს რა ეშველებოდა..... ერთი შენ ხარ და მეორე კო(უ)ტო(უ) დინამოს წარმატებების სულის ჩამდგმელები.... რაც მთავარია ოცნება ხო აიხდინე ,,ფლაგმანში" თამაშობ :D :D :D :D :D :D
janorhus
21:49 24-10-2012
0

სიახლეები პოპულარული