ტორპედო-დინამო 1:1 (პირველი ტაიმი)

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა.

ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" მასპინძლობს.

ანგარიშის გახსნა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 29-ე წუთზე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ელგუჯა გრიგალაშვილი გახდა.

დინამოელებმა 37-ე წუთზე გაათანაბრეს. გიორგი მერებაშვილის ჩაწოდებული კარგად გამოიყენა ჯაბა დვალმა და თავური დარტყმით საქართველოს ჩემპიონატში უკვე რიგით მე-10 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ დვალი ამ დროისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საბოლოოდ მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დამთავრდა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დილას" ვერავინ აჩერებს, "ზუგდიდი" საოცრებებს სჩადის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული