ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" მასპინძლობს.
ანგარიშის გახსნა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 29-ე წუთზე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ელგუჯა გრიგალაშვილი გახდა.
დინამოელებმა 37-ე წუთზე გაათანაბრეს. გიორგი მერებაშვილის ჩაწოდებული კარგად გამოიყენა ჯაბა დვალმა და თავური დარტყმით საქართველოს ჩემპიონატში უკვე რიგით მე-10 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ დვალი ამ დროისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
საბოლოოდ მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დამთავრდა.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დილას" ვერავინ აჩერებს, "ზუგდიდი" საოცრებებს სჩადის [VIDEO]