თორნიკე გურული ("ვისოლის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი): "კლუბის განვითარება ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის გუნდის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბავშთა ფეხბურთის განვითარება და გულშემატკივრების წახალისება.
გიორგი პაპიაშვილი ("ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი): "ტორპედოს გულშემატკივრების მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და იმედი მაქვს, რომ 17-ში ქუთაისის სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება. ყველა ქუთაისელს ვთხოვ მოვიდეს სტადიონზე და ერთად შევქნათ ლამაზი საფეხბურთო გარემო. კარგი იქნება თუ გულშემატკივრები ყვითელ და მწვანე ფერებში გამოეწყობიან და საყვარელ გუნდს შეწყობილად უქომაგებენ... ეროვნული ნაკრების თამაშის გამო ჩემპიონატში საკმაოდ დიდი პაუზაა, რაც ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელია. "ზესტაფონთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ვემზადებით. მიმდინარეობს ორმაგი ვარჯიშები. ზესტაფონის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, "ტორპედო" ღირსეულად დაუდგება ფავორიტს. სატურნირო თვალსაზრისით ჩვენს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ამ მატჩში შანსები 50/50ზე იქნება... რაც შეეხება ვახტანგ კვარაცხელიას, მან ტრავმა მოიშუშა და ალბათ, "ზესტაფონთან" მატჩამდე ფორმაში ჩადგომასაც მოასწრებს".