ჩიხურა-ვიტ ჯორჯია - შესაშური და დამაჯერებელი

AutoSharing Option
წინა ტურში "დილასთან" "შერცხვენილმა" "ჩიხურამ" ჯავრი "ვიტ ჯორჯიაზე" იყარა. პირველი წუთებიდანვე ისე შეუქმნა საგოლე მომენტები, რომ იტყვიან, სალმის დამთავრებაც არ აცალა.

თუმცა კირკიტაძისა და ოდიკაძის დარტყმებს თავგანწირვით გადაეღობნენ მცველები. მალე მათ კიდევ ერთხელ განმუხტეს მდგომარეობა მასპინძლების მწვავე სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ.

მე-4 წუთზე დავით დიღმელაშვილმა ჩააწოდა საჯარიმოში და რაც ვერ მოახერხეს "ჩიხურას" თავდამსხმელებმა, "მოახერხა"... მეტოქის მცველმა: ლაშა კასრაძემ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ავტოგოლმა სულ დააბნია ისე
დაც "აჭრილი" "ვიტჯორჯიელები" და, თუ ანგარიში კატასტროფულად არ გაიზარდა, ამას "ჩიხურელთა" უზუსტობას უნდა უმადლოდნენ.

21-ე და 32-ე წუთებზე კვლავ დადგნენ სტუმრები ავტოგოლების საშიშროების წინაშე, თუმცა იღბალი მათ მხარეს იყო.

"ჩიხურა" ისეთი მიზანსწრაფვითა და სიმწვავით განაგრძობდა შეტევებს, რომ მეორე გოლი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.

ასეც მოხდა 34-ე წუთზე, როცა მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ მოთამაშე ბესიკ დეკანოიძე გასცდა ორ მცველს, შემდეგ - მეკარესაც, ხოლო ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, წესის დარღვევით შეეჩერებინა, რისთვისაც პენალტთან ერთად ყვითელი ბარათიც "გამოიმუშავა".

დავით ოდიკაძე კი, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებული იყო: ჩვეული ზუსტი დარტყმით კარის მარჯვენა კუთხეში მიუჩინა ბურთს ადგილი - 2:0.

37-ე და 41-ე წუთებზე დავით კირკიტაძე ვალდებული იყო, გაეტანა, მაგრამ... ოჰ, ეს უზუსტობები.

მეორე ტაიმი უფრო საინტერესო იყო იმ გაგებით, რომ თამაშს "ცალკარა" აღარ ეთქმოდა, თუმცა მომენტს მომენტზე მაინც საჩხერელები ქმნიდნენ. 50-ე წუთზე კვლავ უშედეგო გამოდგა კირკიტაძის რეიდი;

მე-11 წუთზე დეკანოიძემ იაქტიურა, ოთხი მცველის გარემოცვაში გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დარტყმას სიძლიერე დააკლო;

73-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძის დარტყმული გაჭირვებით მოიგერია მეკარემ კუთხურზე;

75-ე წუთზე დიღმელაშვილს უმტყუნა მცირედით მიზანმა; ერთი წუთის შემდეგ ისევ დეკანოიძე და ისევ ნიკა დაუშვილის ჩინებული თამაში;

77-ე წუთზე სტუმრები შეძლებდნენ ერთი ბურთის გაქვითვას, ლობჯანიძეს რომ გამოეყენებინა მატჩში ერთადერთი რეალური მომენტი;

84-ე წუთზე დეკანოიძემ მაინც მოიმკო მოსამკელი: მცველების "დახმარებით" ნახევრად წაქცეულმა ისეთი დარტყმა მოახერხა, რომ მეკარეს ბეწვისოდენა შანსიც კი არ დაუტოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
11.11. ივანწმინდა. 600 მაყურებელი
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 4:0
გოლები: 1:0 კასრაძე (4. საკუთარ კარში), 2:0 ოდიკაძე (35. პენალტით), 3:0 შარაშენიძე (83,) 4:0 დეკანოიძე (84)

ჩიხურა ვიტ-ჯორჯია
სომხიშვილი დაუშვილი
ოდიკაძე ღიბრაძე
ბერიანიძე კასრაძე
საჯაია გეთიაშვილი
ჩიკვაიძე გოგიაშვილი
დიღმელაშვილი ჯავაშვილი
ლომაშვილი ვასაძე
ნ. კვასხვაძე გურეშიძე
კირკიტაძე დავლაშელიძე
დეკანოიძე კორიფაძე
შარაშენიძე ჩიმაკაძე

მწვრთნელები:
ს. ფრუიძე მ. კოჭლაშვილი

ჩიხურა
36. კვასხვაძე - ნ. მაისურაძე
75. კირკიტაძე - ბაკურაძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ძამსაშვილი, ზაბახიძე, მუმლაძე, მურველაშვილი

ვიტ ჯორჯია
69. ჩიმაკაძე - გაბრიჭიძე
50. გურეშიძე - ლობჟანიძე
84 ვასაძე - ჯუღელი
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, კალანდია, უბილავა

გაფრთხილება: დაუშვილი, კორიფაძე

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული