მოულოდნელი შედეგით დასრულდა მატჩი მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც "მერანმა" ჩემპიონატის ერთერთ ფავორიტს, ქუთაისის "ტორპედოს" უშანსოდ სძლია.
მასპინძლებმა გია გეგუჩაძის გუნდის კარი პირველი ტაიმის მიწურულს დალაშქრეს. 40-ე წუთზე თავი ვალერი იობაშვილმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში ქუთათურებმა ვითარების გამოსწორება ვერ შეძლეს, "მერანმა" კი გაილაღა - ჯერ 62-ე წუთზე საბა ლომიამ შეაგდო, მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი "ტორპედოს" წვალებას წერტილი მამუკა ტორონჯაძემ დაუსვა - 3:0.
Video
მერანი - ტორპედო 3:0
მერანი - ტორპედო 3:0
"ზესტაფონისა" და ფოთის "კოლხეთის" მატჩი საქართველოს
Video
ზესტაფონი - კოლხეთი 2:1
ზესტაფონი - კოლხეთი 2:1
"მშრალი ანგარიშით" მოახერხა გამარჯვება სტუმრად საჩხერის "ჩიხურამ" ბოლნისში, სადაც "სიონს" დავით კირკიტაძისა (24, 63) და დავით ოდიკაძისა (49) გოლებით უშანსოდ მოუგო.
განმუხურში გამართულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა "ზუგდიდმა", რომელმაც როინ ონიანისა (33) და ზვიად სიხარულიას (49) გოლებით "ვიტ ჯორჯიას" აჯობა.
რუსთავის "მეტალურგმა" დაძაბულ პაექრობაში შეძლო ბათუმის "დინამოს" ძლევა. რუსთაველები 38-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ ნიკა დიასიმიძემ 78-ე წუთზე გაათანაბრა.
მასპინძლების დამშვიდება მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დავით ჯანელიძემ შეძლო - 2:1.
ტურის ცენტრალური მატჩი ჩემპიონატი ლიდერებს - თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის მოგვიანებით გაიმართება.