დუშან უჰრინი: ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით!

AutoSharing Option
24 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "დინამომ" თავის უშუალო კონკურენტ გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 სძლია.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

დუშან უჰრინი (თბილისის "დინამო"):
"გახარებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ რთული თამაში იყო, მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ.

მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემპიონობისკენ წინ გადადგმული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მთელი კვირის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი დღევანდელ თამაშზე ფიქრობდა. გუნდი კარგად იყო მომზადებული "დილასთან" მატჩისთვის. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვედით და გავიმარჯვეთ.

ახლა უკვე უშუალო მდევარს ხუთი
ქულით ვასწრებთ. ჩემპიონატი გრძელდება, წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს და თვითკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს, პროგრესი უნდა გავაგრძელოთ".


გიორგი დარასელია (გორის "დილა"):
"პირველ რიგში დინამოელებს დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ. ეს იყო ჩემი პირველი მარცხი საქართველოში.

ეს ფეხბურთია, დღეს ძლიერმა გაიმარჯვა და "დინამომ" დაიმსახურა სამი ქულა".


ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული