თბილისის "დინამომ" განელი მცველი დაიწუნა

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ თბილისის "დინამოში" გასინჯვაზე 25 წლის განელი მცველი დანიელ ადო მიიწვიეს.

187 სმ სიმაღლის მცველმა კარიერა განის კლუბ "მედეამაში" დაიწყო. დანიელ ადოს ევროპული დებიუტი 2008 წელს ჰქონდა: განელმა მცველმა თურქეთის სუპერლიგის "გენჩლერბირლიგიში" 19 შეხვედრა ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

მისი უკანასკნელი კლუბი კი ისრაელის ჩემპიონატის "ჰაპოელ ფეთაჰ ტიკვა" იყო.

თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს საუკეთესო თვისებები ვერ აჩვენა - ჩვენი ინფორმაციით, მან დანიელ ადო უკან გააბრუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული