საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ცენტრალური მატჩი მოვილიეთ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ "დინამომ" "დილა" უკვე ხუთქულიანი უპირატესობით ჩამოიტოვა, ჯერ "ზამთრის ჩემპიონის" გამოვლენამდე შორია და კიდევ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებსაც უნდა გაეცეს პასუხი.

შუა კვირაში გასამართი ტური არაერთ საინტერესო მოვლენას გვპირდება და იმედია, ჩვენი და ქომაგების მოლოდინი გამართლდება.

Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება, სადაც საქართველოს თასის მფლობელი "დილა" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" მიიღებს და შეეცდება, "დინამოსთან" არსებული დისტანცია შეინარჩუნოს.

ამის გაკეთება კი იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან იმის მიუხედავად, რომ ფეროელებს არცთუ საუკეთესო
პერიოდი უდგათ, ანგარიშგასაწევ ძალად რჩებიან.

საინტერესოა, როგორ შეძლებენ "დილას" ფეხბურთელები "დინამო არენაზე" მიღებული უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას, "ზესტაფონი" კი, ვფიქრობთ, დღეს შედარებით ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხით ითამაშებს.

ამ ორი გუნდის ერთად დასახელებისას, პირველ რიგში, საქართველოს თასის ბოლო ფინალი გვახსენდება, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, არაჯანსაღ გარემოში ჩაიარა. იმედია, მსგავსი შეხვედრები ამ სეზონში აღარ გაიმართება.

Sportall.Ge

"დინამო" მცხეთას ესტუმრება და "ვიტ ჯორჯიასთან" შეეცდება მორიგი სამი ქულის მოპოვებას.

ბოლო დროს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დედაქალაქური დერბის უპირობო ფავორიტია. არადა, ახლო წარსულში ამ ორი კლუბის დაპირისპირებისას შანსებს თანაბრად ვაფასებდით ხოლმე და მათ ურთიერთშეხვედრებს ჩემპიონიც არაერთხელ გამოუვლენია.

Sportall.Ge

უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის "ჩიხურასა" და "ზუგდიდს" შორის.

საჩხერელები გამარჯვების შემთხვევაში მესამე პოზიციას გაიმყარებენ, ზუგდიდელებს კი ქულები საუკეთესო ექვსეულში გასამაგრებლად სჭირდებათ.

წინა ტურში ორივემ გაიმარჯვა, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ "ჩიხურასა" და "ზუგდიდის" ბოლოდროინდელი წარმატებები სრული კანონზომიერებაა.

Sportall.Ge

ზეექვსეული ჯერ არ დაკომპლექტებულა და ამ მხრივ პირველი ეტაპის დარჩენილ მატჩებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "მეტალურგი" ჯერ კიდევ ინარჩუნებს ზედა ზონაში მოხვედრის შანსს და ფოთში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება.

თავის მხრივ, "კოლხეთს", რომელსაც მოგებათა გრაფაში ნული უწერია, ნავსის გატეხვა მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთელები უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედს ძალიან მალე გადაიწურავენ.

Sportall.Ge

"ტორპედო" ქობულეთში ჩადის და ბათუმის "დინამოსთან" დაპირისპირებაში შეეცდება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას.

შეგახსენებთ, ქუთაისელებმა წინა ტურში მარტვილში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს, რითაც სატურნირო მდგომარეობა გვარიანად გაირთულეს.

Sportall.Ge

ბოლნისში ერთმანეთის წინაშე უშუალო კონკურენტები წარსდგებიან. წყვილს ფავორიტი არ ჰყავს, მაგრამ "სიონსა" და "მერანში" არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციური ფონიც გასათვალისწინებელია - მარტვილელებმა "ტორპედოს" 3:0 სძლიეს, ბოლნისელები კი შინ "ჩიხურასთან" 0:3 განადგურდნენ.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 16 12
3
1
46-13
39
2 დილა 16 11
1
4
27-11
34
3 ჩიხურა 16
10
2
4
25-14
32
4 ტორპედო 16
9
2
5
30-16
29
5 ზუგდიდი 16
8
5
3
21-12
29
6 ზესტაფონი 16
8
4
4
22-13
28
7 მეტალურგი 16
6
2
8
11-20
20
8 მერანი 16
5
2
9
10-24
17
9 ვიტ ჯორჯია 16
4
4
8
10-22
16
10 სიონი 16
3
5
8
11-25
14
11 დინამო (ბთ) 16
2
3
11
17-36
9
12 კოლხეთი 16
0
3
13
6-30
3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგა. XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული