ჩიხურა-ზუგდიდი 2:0 - დამაჯერებელი რევანში [VIDEO]

AutoSharing Option
მომავალ ტურში მრისხანე მეტოქე თბილისის "დინამოსთან" გასვლა, სატურნირო ცხრილის ზურგსუკან მდგომი სამი ქულით ნაკლები მონაგრის მქონე მოწინააღმდეგის "სუნთქვა", პირველ წრეში "ბაიას" მიერ 0:2-ზე სასწაულებრივად, თუმცა არცთუ კორექტული მასპინძლობის ფონზე შემოტრიალებული, 4:2-ით მოგებული თამაშისათვის რევანში - აი, ძირითადი მიზეზები, რომლებიც "ჩიხურას" აუცილებელ გამარჯვებას აიძულებდა.

უნდა ითქვას, რომ საჩხერლებმა დასახული მიზანი სრულად და დამაჯერებლად შეასრულეს, მაგრამ უმძიმეს, საინტერესო ორთაბრძოლაში.

შეხვედრა ორმხრივი აქტიურობით დაიწყო. პირველ-მეორე წუთებზე სომხიშვილს არ გასჭირვებია კუტალიასა და გაბედავას შორიდან სუსტი დარტყმების აღება, ხოლო მეოთხე წუთზე კვასხვაძის სახიფათო ჯარიმა მოიგერია ძაგანიამ.

მე-13 წუთზე კვასხვაძეს უმტყუნა მიზანმა. მალევე ოდიკაძის "საიუველირო" პასი გაანიავა შარაშენიძემ.

ბურთი არც საჯარიმოში, არც მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა, ისე ვითარდებოდა ხიფათიანი მოვლენები ორივე კართან. ჯერ იყო და მოედნის ყველა მონაკვეთზე აქტიურად გამრჯე ლომაშვილის ძლიერი დარტყმა კუთხურზე უკუაგდო მეკარემ, მერე ოდიკაძის კიდევ ერთ უზუსტეს პასს თავი შეაგება კვასხვაძემ, მაგრამ ბურთმა მაღლიდან გაუხახუნა ხარიხას. 27-ე და 30-ე წუთებზე კი კუტალიასა და გაბედავას დარტყმულთაგან ერთი მცირედით აცდა კარს, მეორე სომხიშვილის ნადავლი გახდა.

მე-40 წუთზე კირკიტაძე "სლალომით" გასცდა რამდენიმე მოწინააღმდეგეს, რომელთაგან ერთ-ერთმა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა. პენალტის შესრულების დროს ჩვეულებრივად მშვიდი და ზუსტი იყო დავით ოდიკაძე, ოღონდ ამჯერად მისთვის არატრადიციულ მარცხენა კუთხეში - 1:0.

წარუმატებლობამ იმდენად აანერვიულა სტუმრები, რომ ტაიმის დასასრულს კინაღამ მეორე გოლი მიიღეს კვასხვაძისაგან.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზუგდიდელთა ორი შეტევა ამდენივე კუთხურით დამთავრდა, კოშკაძის უძლიერესი დარტყმა კი - სომხიშვილის უშეცდომო რეაგირებით.

მსგავსი მომენტი შეიქმნა ძაგანიას კართანაც: ლომაშვილისა და შარაშენიძის დარტყმებს კუთხურები მოჰყვა, ხოლო კვასხვაძის ჯარიმის დროს... ბურთმა "იპოვა" მცველის ხელი. ამიტომაც არ დანიშნა მეორე პენალტი მსაჯმა.

63-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა იმ დღეს უიღბლო კუკავამ კინაღამ გაქვითა ანგარიში. უიღბლომ იმიტომ, რომ 79-ე წუთზე კვასხვაძის უძლიერეს ჯარიმას თავი დაუხვედრა, მოედანზე უგონოდ დაეცა და შესაცვლელი შეიქმნა. მანამდე, 66-ე წუთზე, დავით კირკიტაძემ კარგად შეირგო ლომაშვილის პასი და ბურთმა კვლავ გაუხახუნა ხარიხას, ამჯერად ქვემოდან - 2:0.

ახლა მხოლოდ ისღა იწვევდა ინტერესს, კვლავ შეძლებდა თუ არა "ბაია" სასწაულის მოხდენას, რისთვისაც დრო საკმარისი - 24 ძირითადი და 4 დამატებითი წუთი ჰქონდა.

ვერ ვიტყვით, რომ მონდომება დააკლო, მაგრამ სასწაული აღარ მოხდა. პირიქით, საჩხერელებს, მეტი სიზუსტის შემთხვევაში, დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.11. ივანწმინდა. 1000 მაყურებელი
ჩიხურა-ზუგდიდი 2:0
გოლები: 1:0 ოდიკაძე (40 პენალტით), 2:0 კირკიტაძე (66)

VideoSportall.Ge
ჩიხურა - ზუგდიდი 2:0


ჩიხურა ზუგდიდი
სომხიშვილი ძაგანია
ოდიკაძე აკობია
გუშარაშვილი გამეზარდაშვილი
საჯაია ს. თოდუა
ჩიკვაიძე აფაქიძე
დიღმელაშვილი კუტალია
ლომაშვილი რ. ონიანი
რ. კვასხვაძე დ. ბოლქვაძე
კირკიტაძე სიხარულია
დეკანოიძე კოშკაძე
შარაშენიძე გაბედავა

მწვრთნელები:
ს. ფრუიძე ე. ქომეთიანი

ჩიხურა
89. შარაშენიძე - ნ. მაისურაძე
90. დეკანოიძე - მუმლაძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ძამსაშვილი, მურველაშვილი, ბაკურაძე

ზუგდიდი
63. ონიანი - კუკავა
79. კუკავა - ფარჯიკია
85. სიხარულია - ეხვაია
სათადარიგოები: მერლანი, აქუბარდია, ჯანაშია, ბოიომო

გაფრთხილება: ლომაშვილი, კირკიტაძე, გუშარაშვილი, დიღმელაშვილი, კოშკაძე, ონიანი, ბოლქვაძე

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთ რამეს გეტყვით ისევ ჩაწყობა ტუ არ წავიდა ქართულ ფეხბურტში ხალხი მოტრიალდება ჩიხურა დღეისტვის მაგარ ფორმაშია და დინამო რო წინ წავიდეს ეხლა ლაპარაკი ასეთია რომ ტანხას გადაუხდიან წაგებაში და არა ეგ სწორი ვითამაშოდ ალალად.... გულშემატკივარი
F__A__N__I ჩიხურას
14:48 29-11-2012
0
მაგარ ფორმაშია კიარა მაგარ მაყუტს აძლევენ ფეხბურთელებს მაგის ნახევარი ბაიას რომ ქონდეს ნებისმიერ გუნდს ******** და კიდევ დინამო ასი თავით ჯობია ჩიხურას სირცხვილია ჩიხურა მესამე ადგილზე რომაა.......
maxodali
18:26 29-11-2012
0

სიახლეები პოპულარული