გი­ორ­გი კო­რი­ფა­ძე: არც ისე­თი გა­მო­უც­დე­ლი გუნ­დი ვართ...

AutoSharing Option
ბო­ლო ორი ტუ­რია, "ვიტ ჯორ­ჯია" მძლავ­რად თა­მა­შობს და სა­ხე­ლი­ან მე­ტო­ქე­ებს ნერ­ვებს უშ­ლის - ჯერ "დი­ნა­მო თბი­ლისს" და­ა­კარ­გვი­ნა ორი ქუ­ლა (იხილეთ ვრცლად), მე­რე კი "ზეს­ტა­ფონს" სტუმ­რად 2:1 მო­უ­გო (იხილეთ ვრცლად).

ისე, არც "ვიტ ჯორ­ჯიაა" უსა­ხე­ლო კლუ­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც ყო­ფი­ლა და თა­სის მფლო­ბე­ლიც, სუ­პერ­თა­სიც აუწე­ვია და არა­ერ­თხელ გა­სუ­ლა საპ­რი­ზო ად­გილ­ზე ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში.

ახ­ლა "ვიტ ჯორ­ჯია" მერ­ვე ად­გილ­ზეა და ზე­და ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რის მის­ხა­ლი შან­სი აქვს დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა, რო­ცა იშ­ტა­ზეა, ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქის გამ­წა­რე­ბა შე­უძ­ლია.

ვიტ­ჯორ­ჯი­ელ გი­ორ­გი კო­რი­ფა­ძეს ბო­ლო მატ­ჩე­ბი კარ­გად წა­უ­ვი­და. "დი­ნა­მოს­თან" სა­გო­ლე გა­და­ცე­მა
შე­ას­რუ­ლა ლა­შა გაბ­რი­ჭი­ძის მი­სა­მარ­თით, "ზეს­ტა­ფონ­თან" კი გა­მარ­ჯ­ვე­ბის გო­ლი გა­ი­ტა­ნა შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მით.

კო­რი­ფა­ძე 23 წლის გახ­ლავთ. ტი­პ­უ­რად ფლან­გ­ზე მო­თა­მა­შე შემ­ტე­ვია, თა­მა­შის გამ­წ­ვა­ვე­ბა და კა­რის გას­წ­ვ­რივ ჩა­წო­დე­ბა მი­სი ხე­ლო­ბაა. უკ­ვე ოთხი წე­ლია, რაც ვიტ­ჯორ­ჯი­ე­ლია. ამ კლუბ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და უმაღ­ლეს ლი­გა­ში მო­თა­მა­შე ერთ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად.

კო­რი­ფა­ძეს­თან სა­უ­ბა­რი "ზეს­ტა­ფონ­თან" მატ­ჩით და­ვიწყეთ...

- ზეს­ტა­ფონ­ში თა­მა­ში ყვე­ლა გუნდს უჭირს და იქი­დან სა­მი ქუ­ლის წა­მო­ღე­ბა პა­ტა­რა საქ­მე არ არის. რა და­ვა­ლე­ბა გქონ­დათ ფეხ­ბურ­თე­ლებს მწვრთნე­ლის­გან?
- კონ­ტ­რ­შე­ტე­ვებ­ზე უნ­და აგ­ვე­გო თა­მა­ში, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის­თ­ვის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და შეგ­ვეზღუ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კარ­გი შეხ­ვედ­რა გა­მო­ვი­და. მო­გე­ბა ორი­ვე გუნდს შე­ეძ­ლო, მაგ­რამ უფ­რო ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

- "ვიტ ჯორ­ჯი­ას" ერთ-ერთ წამ­ყ­ვან ფეხ­ბურ­თე­ლად ით­ვ­ლე­ბი, თუმ­ცა "ზეს­ტა­ფონ­თან" ჯერ სა­თა­და­რი­გო იყა­ვი და შეც­ვ­ლა­ზე მო­გი­წია თა­მა­ში - რა იყო ამის მი­ზე­ზი?
- ჩვე­ნი მწვრთნე­ლი მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვი­ლი მე­ლა­პა­რა­კა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­მა­შის წინ. მითხ­რა, დაღ­ლი­ლო­ბის ფონს ვამ­ჩ­ნევ და ამი­ტო­მაც ვერ იქ­ნე­ბი სას­ტარ­ტო­ში, მე­ო­რე ტა­იმ­ში კი აუცი­ლებ­ლად დაგ­ვ­ჭირ­დე­ბიო.

"ზეს­ტა­ფონ­თან" ორი გამ­ოკ­ვე­თი­ლი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლით ვი­თა­მა­შეთ. წინ ლობ­ჯა­ნი­ძე და გაბ­რი­ჭი­ძე იყ­ვ­ნენ. 5-3-2 გან­ლა­გე­ბა ავირ­ჩი­ეთ და მეც შეც­ვ­ლა­ზე მო­მი­წია გა­მოს­ვ­ლა.

Sportall.Ge- რო­ცა შეც­ვ­ლა­ზე შე­დი­ო­დი, მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვილ­მა რა და­რი­გე­ბა მოგ­ცა?
- გო­ლი უნ­და გა­ი­ტა­ნოო. თა­მა­შის წინ კი მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, ამ თა­მაშ­ში გო­ლი გა­გაქვს, ასე მაქვს ნა­ნა­ხიო.

- გო­ლის ეპი­ზოდ­ზეც ვთქვათ, - ისე და­არ­ტყი, რომ "ზეს­ტა­ფონის" მე­კა­რემ ჯე­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია ვერ მო­ახ­დი­ნა, რაც ალ­ბათ იმის ბრა­ლი იყო, რომ შენ­გან დარ­ტყ­მა­ზე უფ­რო ჩა­წო­დე­ბას ელო­და...
- მეც ჯერ ჩა­წო­დე­ბას ვა­პი­რებ­დი, ერ­თი მე­ტო­ქე მო­ვატყუე, ბურ­თი გა­ვის­წო­რე, უნ­და ჩა­მე­წო­დე­ბი­ნა, მაგ­რამ "ზეს­ტა­ფო­ნის" სა­ჯა­რი­მო­ში ვიტ­ჯორ­ჯი­ელ­თა­გან არა­ვინ იყო და მეც კარ­ში დარ­ტყ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტე, რა­საც "ზეს­ტა­ფო­ნის" მე­კა­რე რო­ინ კვას­ხ­ვა­ძე ალ­ბათ არ ელო­და.

- "ზეს­ტა­ფო­ნამ­დე" მცხე­თა­ში "დი­ნა­მოს" 1:1 ეთა­მა­შეთ - იმ შეხ­ვედ­რა­ზე რას გვეტყო­დი?
- პირ­ველ წრე­ში "დი­ნა­მოს­თან" 0:5 წა­ვა­გეთ და რო­ცა დი­ნა­მო­ე­ლე­ბი მცხეთ­აში მო­ე­დან­ზე გა­მო­ვიდ­ნენ, ეგო­ნათ, რომ ნაღ­დი სა­მი ქუ­ლა ჰქონ­დათ. ჩვენ კი არც ისე­თი გა­მო­უც­დე­ლი გუნ­დი ვართ, რომ მე­ტო­ქის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა.

"დი­ნა­მოს­თა­ნაც" ასე იყო - ორი­ვე გუნდს შე­ეძ­ლო მო­გე­ბა. 1:1 რომ იყო ან­გა­რი­ში, ლობ­ჯა­ნი­ძე "დი­ნა­მოს" მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ გა­ვი­და, მაგ­რამ გო­ლის გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა...

- "ვიტ ჯორ­ჯია" ხე­ლოვ­ნურ მო­ე­დან­ზე ვარ­ჯი­შობს და სა­ში­ნაო მატ­ჩებ­საც ამა­ვე მო­ე­დან­ზე ატა­რებს - ეს გარ­კ­ვე­ულ უპი­რა­ტე­სო­ბას არ გაძ­ლევთ მე­ტო­ქე­ებ­თან?
- მა­სეა, რო­ცა შინ ვთა­მა­შობთ. ამ ფაქ­ტო­რის გა­მო რა­ღაც უპი­რა­ტე­სო­ბა გვაქვს და რო­ცა სტუმ­რად მინ­დორ­ზე ვთა­მა­შობთ, უკ­ვე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა.

- "ვიტ ჯორ­ჯი­ა­დან" გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძის წას­ვ­ლის შემ­დეგ ვინ არის გუნ­დის ლი­დე­რი?
- ჯა­ნე­ლი­ძე მარ­თ­ლაც ერთ-ერთი წამ­ყ­ვა­ნი მო­თა­მა­შე იყო "ვიტ ჯორ­ჯი­ა­ში". ამ დრო­ის­თ­ვის კი გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი არ გვყავს, თერ­თ­მე­ტი­ვე ბო­ლომ­დე იბ­რ­ძ­ვის და მაქ­სი­მუმს დებს მო­ე­დან­ზე.

- "ვიტ ჯორ­ჯია" წლო­ბით ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რად მო­წი­ნა­ვე გუნ­დი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ახ­ლა კი...
- უკე­თე­სო­ბა აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, სა­სი­კე­თო ძვრე­ბი არის და მომ­დევ­ნო სე­ზონ­ში "ვიტ ჯორ­ჯია" უკ­ვე სულ სხვა მიზ­ნე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლებს.

- სა­კუ­თარ თავს რას ატყობ, კა­რი­ე­რის პიკს უახ­ლოვ­დე­ბი?
- ალ­ბათ მაქვს წინ­ს­ვ­ლა, ყვე­ლა­ფერს ვარ­ჯი­ში და მონ­დო­მე­ბა სჭირ­დე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემპიონატი. XVIII ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული