გი­ორ­გი და­რა­სე­ლია: ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბი­სათ­ვის ზამ­თარ­ში­ვე ვიზ­რუ­ნებთ

AutoSharing Option
გო­რის "დი­ლა" უმაღ­ლე­სი ლი­გის სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში კვლავ მე­ო­რე ად­გილ­ზეა და ისევ სა­მი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა ლი­დერ "დი­ნა­მოს".

გა­სულ ტურ­ში ში­და­ქარ­თ­ლურ­მა კლუბ­მა რუს­თავ­ში მძი­მე ბრძო­ლა გა­და­ი­ტა­ნა და 2:0 სძლია იქა­ურ "მე­ტა­ლურგს". შე­დე­გად, "დი­ლას" თავ­კა­ცი გი­ორ­გი და­რა­სე­ლია, "ვიტ ჯორ­ჯი­ას" დამ­რი­გე­ბელ მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, "ლე­ლომ" ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად და­ა­სა­ხე­ლა (იხილეთ ვრცლად).

კოჭ­ლაშ­ვი­ლი ტუ­რის მწვრთნე­ლად რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც და­ვა­სა­ხე­ლეთ და მას­თან ინ­ტერ­ვი­უც შე­მოგ­თა­ვა­ზეთ (იხილეთ ვრცლად), ახლა კი ჩვე­ნი გა­ზე­თის რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი და­რა­სე­ლიაა, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რეა და ვფიქ­რობთ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ეს ინ­ტერ­ვიუა.

- პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა
თქვენს გა­ზეთს ამ აღი­ა­რე­ბის­თ­ვის. მე­დი­ი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლად, "ლე­ლოს" ყუ­რადღე­ბა ჩვენ­თ­ვის დი­დი სტი­მუ­ლია.

Sportall.Ge- რის ხარ­ჯ­ზე შეძ­ლო "დი­ლამ" "მე­ტა­ლურ­გის" და­მარ­ცხე­ბა?
- ძა­ლი­ან რთუ­ლი მატ­ჩი იყო. ორი­ვე გუნდს თა­ვი­სი მი­ზა­ნი აქვს და არც "მე­ტა­ლურგს" და არც "დი­ლას" და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ძალ-ღო­ნე არ და­უ­ზო­გავს.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი "მე­ტა­ლურ­გის" უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი ჩვენ ვიმ­ძ­ლავ­რეთ. სა­ბო­ლო­ოდ, გა­ი­მარ­ჯ­ვა იმ გუნ­დ­მა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შან­სე­ბი გო­ლე­ბად აქ­ცია.

- ამ შეხ­ვედ­რის წინ "დი­ლას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და...
- და ამან გა­ა­მარ­თ­ლა კი­დეც. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ "დი­ლას" თი­თო­ე­ულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა გუნ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წევ­რად იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი და რე­ა­ლუ­რად ეს ასეც არის. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ხარ, მო­ე­დან­ზე ერთ ტა­იმს ატა­რებ, ათ წუთს თუ ხუთს, ნე­ბის­მი­ერ დროს უნ­და შეძ­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ხარ­ჯ­ვა და გუნ­დის­თ­ვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა.

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს ჩემს ფეხ­ბურ­თე­ლებს კარ­გად ეს­მით. რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, ეს ხში­რად სა­ჭი­როა და სწო­რედ ამი­ტომ გვაქვს გრძე­ლი სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მი, რომ სა­თა­ნა­დო დროს გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი თა­მა­მად მო­ვახ­დი­ნოთ.

- გა­სუ­ლი მატ­ჩი­დან და ზო­გა­დად, ბო­ლო პე­რი­ო­დი­დან "დი­ლას" შე­მად­გენ­ლო­ბი­დან რო­მელ ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­მო­არ­ჩევთ?
- ცალ­კე­უ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნა არ მიყ­ვარს და ამი­ტო­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან ამ­ჯე­რა­დაც თავს შე­ვი­კა­ვებ. ჩემ­თ­ვის გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ერ­თ­ნა­ი­რად სა­ჭი­რო და ძვირ­ფა­სია.

- "მე­ტა­ლურ­გ­თან" მატ­ჩ­ში გა­ა­ძე­ვეს გო­გი­ტა გო­გუა. ამან ფეხ­ბურ­თე­ლის მი­მართ თქვე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ხომ არ გა­მო­იწ­ვია?
- რო­ცა ფეხ­ბურ­თელს მო­ედ­ნი­დან თა­ვი­სი­ვე უაზ­რო საქ­ცი­ე­ლის გა­მო აძე­ვე­ბენ, ეს ჩემს სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს და მო­თა­მა­შეს სას­ჯელს მე თვი­თო­ნაც ვუ­მა­ტებ. გო­გუ­ას გა­ძე­ვე­ბა კი ამ კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა.

ვფიქ­რობ, მსაჯს შე­ეძ­ლო, მის­თ­ვის მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი არ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ეს არ იყო არას­პორ­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, გო­გუ­ა­სად­მი სა­საყ­ვე­დუ­რო არა­ფე­რი მაქვს.

ფეხ­ბურ­თი ბრძო­ლაა და ბრძო­ლი­სას ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მთა­ვა­რია, ფეხ­ბურ­თელ­მა მსაჯს თა­ვი გა­უ­მარ­თ­ლე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში არ გა­ა­ძე­ვე­ბი­ნოს, რო­გორც ეს, მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი კა­ხე­ლიშ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­და. მას ერ­თ­მატ­ჩი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია მი­უ­სა­ჯეს, კი­დევ ერ­თი შეხ­ვედ­რის გა­მო­ტო­ვე­ბა კი მე და­ვა­კის­რე. სწო­რედ ამი­ტომ არ უთა­მა­შია კა­ხე­ლიშ­ვილს "მე­ტა­ლურ­გ­თან".

- გა­ვიხ­სე­ნებ თქვენს რე­აქ­ცი­ას "დი­ნა­მოს­თან" მატ­ჩ­ში ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლე­ო­ნარ­დოს გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ.
- დი­ახ, მან ცუ­დი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა და სავ­სე­ბით და­იმ­სა­ხუ­რა ის ოთხ­მატ­ჩი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტ­მა მი­უ­სა­ჯა. ჩე­მი მხრივ, მას შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერ­თი-ორი შეხ­ვედ­რის გა­მო­ტო­ვე­ბა მი­ვუ­სა­ჯო. მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­ცა ასე გა­უ­მარ­თ­ლებ­ლად რჩე­ბი უთა­მა­შე­ბე­ლი თვე­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

Sportall.Ge- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­გორ ფიქ­რობთ, რა იყო "დი­ნა­მოს­თან" გან­ც­დი­ლი მარ­ცხის მი­ზე­ზი?
- პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ. რო­გორც ჩანს, შეც­დო­მა და­ვუშ­ვი ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბი­სას. აქ­ცენ­ტი გა­მოც­დილ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე გა­ვა­კე­თე, რა­მაც არ გა­ა­მარ­თ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, "დი­ლას" ერ­თ­მატ­ჩი­ა­ნი ჩა­ვარ­დ­ნა ჰქონ­და და ეს სწო­რედ "დი­ნა­მოს­თან" შეხ­ვედ­რა­ზე მოხ­და.

ამის­გან ტრა­გე­დი­ის შექ­მ­ნა არ ღირს, ეს ფეხ­ბურ­თია და და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი არა­ვი­ნაა. იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "დი­ნა­მომ" მხო­ლოდ ერ­თი მატ­ჩი წა­ა­გო - სწო­რედ "დი­ლას­თან".

"დი­ნა­მო" შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია, მაგ­რამ ჩვენს შო­რის სხვა­ო­ბა მხო­ლოდ სა­მი ქუ­ლაა და გა­დამ­წყ­ვე­ტი ბრძო­ლე­ბი წინ არის.

- "დი­ნა­მოს­თან" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მატ­ჩის გარ­და, თქვე­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით "დი­ლამ" ყვე­ლა თა­მა­ში მო­ი­გო. ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მელ შეხ­ვედ­რა­ში გა­გი­ჭირ­დათ?
- შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ იოლად ერ­თი მატ­ჩიც კი არ მოგ­ვი­გია. ჩვენს ჩემ­პი­ო­ნატ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ციაა და თი­თო­ე­უ­ლი ქუ­ლის­თ­ვის დი­დი ბრძო­ლაა სა­ჭი­რო.

- "დი­ლას" სა­მო­მავ­ლო ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ არის?
- ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, სე­ზო­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გეგ­მე­ბიც ცნო­ბი­ლია და კლუ­ბის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბიც. უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, რომ ზამ­თ­რის მო­სამ­ზა­დე­ბელ შეკ­რე­ბას თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ის მხა­რე­ში გა­ვივ­ლით.

ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც, მაგ­რამ გვა­რე­ბის და­კონ­კ­რე­ტე­ბა ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბამ­დე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნია.

Sportall.Geბო­ლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გუნ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბას ზედ ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბის დაწყე­ბის წინ ცდი­ლობ­და, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. თუ გვინ­და, რომ ევ­რო­თა­სებ­ზე კარგ შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ოთ, გუნ­დის ბირ­თ­ვი ზამ­თარ­ში­ვე უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ. "დი­ლა­ში" სწო­რედ ასე მოხ­დე­ბა.

და­სას­რულს, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვუხ­დი მად­ლო­ბას "ლე­ლოს" და ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებ­ზე მეტ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იაროს. სხვაგ­ვა­რად, ფეხ­ბურ­თე­ლებს მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მა­შის სტი­მუ­ლი არ ექ­ნე­ბათ და ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნე ვერ ამაღ­ლ­დე­ბა.

გორ­ში, თუ არ ვცდე­ბი, თა­მა­შებს ყვე­ლა­ზე მე­ტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წ­რე­ბა და ვი­სურ­ვებ­დი, მი­ნი­მუმ ასე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყოს სხვა ქა­ლა­ქებ­შიც. შე­ხე­დავ პირ­და­პირ ტე­ლე­რე­პორ­ტაჟს და ხე­დავ ცა­რი­ელ ტრი­ბუ­ნებს.

ეკ­რან­ზე მხო­ლოდ მოფ­რი­ა­ლე ეროვ­ნუ­ლი დრო­შა არ უნ­და ჩან­დეს, ფეხ­ბურ­თი ხალ­ხის არის და ქო­მაგ­თა გა­რე­შე აზრს კარ­გავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დარასელია: ჩვენი ამოცანაა "დილა" იყოს ძლიერი, ევროპული დონის კლუბი
ვანო თაყაძე: გორის "დილა" სწორ გზაზე დგას
რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი
გორის "დილას" შვეიცარიიდან და ავსტრიიდან სოლიდური სპონსორები ეყოლება
გიორგი შაშიაშვილი: ამ სეზონში მინიმუმ ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ
ირაკლი კლიმიაშვილი: სტადიონებზე დასწრებით უზბეკეთში უკეთესი ვითარებაა
რომან ახალკაცი: გორის "დილას" ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე გიო... "დილას" სული და გული ხარ....
Parma
12:49 06-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული