შარშან ჩირიკაშვილი შვეიცარიულ "ნეფშატელ ქსამაქსში" მივიდა, მაგრამ ჩარხი უკუღმა დატრიალდა. ჩირიკაშვილი ახლა თბილისშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
"შვეცარიაში შარშან ზაფხულში ჩავედი და ათდღიანი სინჯების შემდეგ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. "ქსამაქსი" მაშინ შვეიცარიის სუპერლიგაში თამაშობდა და საკმაოდ ძლიერი კონტინგენტიც ჰყავდა. კლუბის მფლობელი კი ჩეჩენი იყო.
საშუასეზონო პერიოდში შეკრებაზე ჯერ ესპანეთში წავედით, მერე დუბაიში. შვეიცარიაში რომ დავბრუნდით, გვითხრეს, რომ კლუბის მეპატრონე დაკავებულიაო. რამდენიმე დღეში
მაისამდე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მერე შვეიცარიის სუპერლიგის ერთ-ერთი გუნდის დუბლებში ვიყავი ფორმის შესანარჩუნებლად", - გვითხრა ჩირიკაშვილმა.
ჩვენებურმა შვეიცარიის უმაღლეს ლიგაში არაერთხელ ითამაშა და იქაურ ჩემპიონატზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.
"შვეიცარიის ჩემპიონატი არ არის იოლი სათამაშო. "ქსამაქსში" ჩემი თანაგუნდელები იყვნენ დავიდ ნავარო და კალუ უჩე. მათაც მითხრეს, შვეიცარია ესპანეთის საფეხბურთო დონისგან კი განსხვავდება, მაგრამ აქ საკმაოდ ძნელია თამაშიო.
შვეიცარიაში ძალისმიერი ფეხბურთია, სულ მოძრაობენ, ხისტად თამაშობენ. მსაჯებიც ფეხბურთელებს აძლევენ იმის უფლებას, რომ ასე ითამაშონ", - განგვიმარტა ჩირიკაშვილმა.
დავიდ ნავაროსა და უჩეს გარდა, მაშინდელ "ქსამაქსში" ვიქტორ სანჩესი და არიზმენდიც თამაშობდნენ. პირველი ახლა "ესპანიოლშია", მეორე კი "მალიორკაში".
რაც შეეხება ნიგერიელ უჩეს, შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშას" მთავარმეგოლეა.
ჩირიკაშვილი "ქსამაქსში" რომ მივიდა, გუნდს სონი ანდერსონი წვრთნიდა, ბოლო პერიოდში კი "ქსამაქს" ვიქტორ მუნიოსი თავკაცობდა. ერთი სიტყვით, ჩირიკაშვილი სახელიან ხალხში იყო მოხვედრილი.
"ხან თავდამსხმელების უკან მიწევდა თამაში "ქსამაქსში", ხან მარცხნივ, უფრო შუისკენ შეწეულ შუახაზელად", - გვითხრა ჩირიკაშვილმა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში დაბრუნდა და რეალურ შემოთავაზებებს მას მერე ელის, სეზონის პირველი ეტაპი რომ ჩამთავრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"