ყოველთვის ასეა: როცა ცუდი რაღაცა ხდება, იქ ფინანსური კვალი აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე.
7 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის კლუბების მორიგი შეხვედრა გაიმართა და "კოლხეთში" მიმდინარე ამბებზეც უსაუბრიათ.
ფოთი ქართული ფეხბურთის კარიბჭეა და თქმა რად უნდა, რომ ამ ქალაქისთვის კარგი საფეხბურთო გუნდის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო წლებში ფოთში ფეხბურთი რიგიანად ვერ არის დაწინაურებული.
"კოლხეთში" დაგვიდასტურეს, რომ მართლაც აქვთ ფინანსური პრობლემები, სექტემბრის აქეთ ხელფასები არ
"კოლხეთში" მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა - დათო მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა, მაგრამ უსახსრობის დროს მწვრთნელთა ცვლა წყლის ნაყვას უფრო ჰგავს, ვიდრე გაჭირვების ტალკვესს.
ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ "კოლხეთს" თემურ ბარქაია დაუბრუნდა. თავის დროზე სწორედ ბარქაიას მენეჯერობის პერიოდში "კოლხეთმა" რეგიონალური ლიგიდან უმაღლესში დაბრუნება მოახერხა, მერე კი კლუბისა და ბარქაიას გზები გაიყარა.
სადღეისოდ ბარქაია კვლავ დაბრუნდა "კოლხეთში" და მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა, თუმცა უხელფასობას ამანაც ვერ უშველა.
"კოლხეთი" ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ცხადია, რომ ამ ეტაპზე შველას, პირველ რიგში, პატრონისგან ელის.
"კოლხეთში" განგვიმარტეს, რომ გუნდის ფეხბურთელები არ გაფიცულან, ვარჯიშობენ და ჩემპიონატის XIX ტურში ბათუმის "დინამოსთან" სათამაშოდაც გავიდნენ (1:2).
ენთუზიაზმი და იმედი - ჯერჯერობით ამის ამარადაა დარჩენილი "კოლხეთი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედომ" "დილას" მოუგო, გორსა და ფოთში მსაჯებს აგინეს [VIDEO]
სოსო ფილია: ათვლა "მეტალურგით" უნდა დავიწყოთ