ენ­თუ­ზი­აზ­მი და იმე­დი - ფოთ­ის "კოლხეთში" ფულს ელო­დე­ბი­ან

AutoSharing Option
ფო­თის "კოლ­ხე­თი" ცხრი­ლის ფს­კერ­ზე რომ არის, ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, მთა­ვა­რი კი ალ­ბათ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მაა.

ყო­ველ­თ­ვის ა­სეა: რო­ცა ცუ­დი რა­ღა­ცა ხდე­ბა, იქ ფი­ნან­სუ­რი კვა­ლი აუცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე.

7 დეკემბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში უმაღ­ლე­სი ლი­გის კლუ­ბე­ბის მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა და "კოლ­ხეთ­ში" მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზეც უსა­უბ­რი­ათ.

ფო­თი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კა­რიბ­ჭეა და თქმა რად უნ­და, რომ ამ ქა­ლა­ქის­თ­ვის კარ­გი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის ყო­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ბო­ლო წლებ­ში ფოთ­ში ფეხ­ბურ­თი რი­გი­ა­ნად ვერ არის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი.

"კოლ­ხეთ­ში" დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ მარ­თ­ლაც აქვთ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სექ­ტემ­ბ­რის აქეთ ხელ­ფა­სე­ბი არ
და­რი­გე­ბუ­ლაო.

"კოლ­ხეთ­ში" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა - და­თო მა­ხა­რა­ძე სო­სო ფი­ლი­ამ შეც­ვა­ლა, მაგ­რამ უსახ­ს­რო­ბის დროს მწვრთნელ­თა ცვლა წყლის ნაყ­ვას უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კ­ვესს.

ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხ­და­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ "კოლ­ხეთს" თე­მურ ბარ­ქაია და­უბ­რუნ­და. თა­ვის დრო­ზე სწო­რედ ბარ­ქა­ი­ას მე­ნე­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში "კოლ­ხეთ­მა" რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ლი­გი­დან უმაღ­ლეს­ში დაბ­რუ­ნე­ბა მოა­ხერ­ხა, მე­რე კი კლუ­ბისა და ბარ­ქა­ი­ას გზე­ბი გა­ი­ყა­რა.

სადღეისოდ ბარ­ქაია კვლავ დაბ­რუნ­და "კოლ­ხეთ­ში" და მმარ­თ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, თუმ­ცა უხელ­ფა­სო­ბას ამანაც ვერ უშ­ვე­ლა.

"კოლ­ხე­თი" ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ლან­ს­ზეა და ცხა­დია, რომ ამ ეტაპ­ზე შვე­ლას, პირ­ველ რიგ­ში, პატ­რო­ნის­გან ელის.

"კოლ­ხეთ­ში" გან­გ­ვი­მარ­ტეს, რომ გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არ გა­ფი­ცუ­ლან, ვარ­ჯი­შო­ბენ და ჩემპიონატის XIX ტურში ბა­თუმ­ის "დინამოსთან" სა­თა­მა­შო­დაც გავიდნენ (1:2).

ენ­თუ­ზი­აზ­მი და იმე­დი - ჯერ­ჯე­რო­ბით ამის ამა­რადაა დარ­ჩე­ნი­ლი "კოლ­ხე­თი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორპედომ" "დილას" მოუგო, გორსა და ფოთში მსაჯებს აგინეს [VIDEO]
სოსო ფილია: ათვლა "მეტალურგით" უნდა დავიწყოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული