სიონი-დინამო 0:5 - ლიდერის მორიგი გასეირნება [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც ანგარიშიდან ჩანს, "დინამოს" დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია. უნდა ითქვას ისიც, რომ მატჩი არა ბოლნისში, არამედ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ამის მიზეზი ბოლნისის სტადიონის საფარის ცუდი მდგომარეობა გახდა. ასე რომ, ნომინალური მასპინძლები სწორედ ქვემოქართლელები იყვნენ.

"სიონი" ბევრს ეცადა, მაგრამ მრისხანე მეტოქის შეჩერება ვერ შეძლო. თბილისელები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შესაბამისად, მათი ხარისხიანი თამაში გატანილ გოლებშიც აისახა.

ერთპიროვნული ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის დაპირისპირება თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო. სტუმრებმა საწყის წუთებშივე შეუტიეს და რამდენიმე დასამახსოვრებელი
მომენტიც შექმნეს: აღსანიშნავია ჩისკოსა და ოთარ ხიზანეიშვილის დარტყმები, რომლებიც არაზუსტი გამოდგა.

თუმცა სწრაფი გოლი მაინც ვიხილეთ: ჩისკოს კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, მეკარის შეცდომის შედეგად გივი კვარაცხელიას მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დააწინაურა თავისიანები.

დინამოელები ამის შემდეგაც უტევდნენ. მათ არაერთი საგოლე მომენტიც გააცუდეს. ისინი ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც უბრალოდ არ უმართლებდათ. კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ დვალს შეეძლო გატანა, თუმცა დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

ტაიმის შუაწელს ჯაბა დვალმა მაინც იყოჩაღა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. თბილისელთა უპირატესობა თვალშისაცემი გახდა, ისინი მწვავედ უტევდნენ. მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელს ჩისკოს კიდევ მიეცა გატანის შანსი, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.

სამაგიეროდ, 35-ე წუთზე მის წინააღმდეგ უხეში თამაშისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

მეორე ნახევარიც დაახლოებით იმავე სცენარით წარიმართა. თბილისელებმა ანგარიშის გაზრდის არაერთი შესაძლებლობა ქარს გაატანეს.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები ჩისკოს, დვალისა და შეცვლაზე შემოსული რობერტინიოს მომენტები.

ერთადერთი, ვინც მასპინძელთაგან აქტიურობდა, გიორგი მანწკავა იყო, რომელიც თანაგუნდელებთან შედარებით ბევრს მოძრაობდა, თუმცა რეალური ხიფათის შექმნა მეტოქის კართან მანაც ვერ მოახერხა. არადა, მისი შესრულებით გაცილებით უკეთესი თამაშები გვახსოვს. აქვე იყო გიორგი ჭედიას შორეული დარტყმა, რომელიც მცირე მანძილით ასცდა გიორგი ლორიას კარს.

ჩისკოს მორიგი გოლი რობერტინიოს ჩაუქობას მოჰყვა: რობერტინიომ მარცხენა ფრთაზე ოსტატურად გააბითურა მეტოქე და ისე დაუგორა ბურთი პარტნიორს, რომ არგატანა შეუძლებელი იყო.

მეხუთე და საბოლოო გოლი კი ლევან ხმალაძემ გაიტანა.

ამ მოგებით "დინამომ" სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარა და ჩემპიონობისაკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო გაიკაფა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
08.12. მიხეილ მესხი. 400 მაყურებელი
სიონი-დინამო 0:5
გოლები:  0:1 კვარაცხელია (18. ჩისკოს პასით), 0:2 დვალი (22. ჩისკოს პასით), 0:3 ჩისკო (35.პენალტით), 0:4 ჩისკო (50. რობერტინიოს პასით), 0:5 ხმალაძე (75. ალვაროს პასით)

VideoSportall.Ge
სიონი - დინამო 0:5


სიონი(4-1-4-1) დინამო(4-3-3)
ვ. ლობჟანიძე ლორია
ორბელაძე სეთურიძე
სვანაძე გ. კვარაცხელია
მაჭავარიანი ხიზანეიშვილი
ჩიკვილაძე რეხვიაშვილი
ნემსაძე ძარია
ჭედია ხმალაძე
ჯიქია მერებაშვილი
მანწკავა ალვარო
ქუცურუა ჩისკო
ისიანი დვალი

მწვრთნელები:
ა. ჯელაძე დ. უჰრინი

სიონი
46. ორბელაძე-უგრეხელიძე
58. ქუცურუა-ოქროპირიძე
63. ჭედია-ფეიქრიშვილი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ჭანკოტაძე, ხურციძე

დინამო
46. მერებაშვილი-რობერტინიო
63. ხიზანეიშვილი-გლიშიჩი
80. ჩისკო-კოტო
სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, ნ. კვეკვესკირი, ხოჭოლავა

გაფრთხილება: ჭედია (26), ლობჟანიძე (35)

არბიტრი: თ. ხუჭუა

ტურის სხვა მატჩები
დილა-ტორპედო 0:1 - მარცხი და აურზაური გორში [VIDEO]
კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2 - გურული მწვრთნელია თუ მსაჯი? [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1 - ბოლო იმედის ქულები
ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა

Sportall.Ge


სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 19 14 4 1 57-16 46
2 დილა 19 13 1 5 30-12 40
3 ტორპედო 19 12 2 5 35-17 38
4 ჩიხურა 18 11 2 5 29-19 35
5 ზუგდიდი 19 10 5 4 26-16 35
6 ზესტაფონი 18 8 4 6 23-16 28
7 მეტალურგი 19 8 2 9 15-24 26
8 მერანი 19 6 2 11 16-30 20
9 ვიტ ჯორჯია 19 5 5 9 13-25 20
10 სიონი 19 4 5 10 13-33 17
11 დინამო (ბთ) 19 3 3 13 20-42 12
12 კოლხეთი 19 0 3 16 10-37 3

ბომბარდირები:
ჩისკო (დინამო თბ) 15
დვალი (დინამო თბ) 14
ალვარო (დინამო თბ) 10
საბანაძე (ტორპედო) 9

მომდევნო, XX ტური
15 დეკემბერი, შაბათი
მერანი-კოლხეთი
ტორპედო-ვიტ ჯორჯია
მეტალურგი-ჩიხურა
ზესტაფონი-სიონი
დინამო (თბ)-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-დილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დუშან უჰრინი: "სიონთან" იოლად მოვიგეთ, მაგრამ მომავალ სამ მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული