ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა

AutoSharing Option
8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში XIX ტურის შეხვედრები გაიმართა. უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრის მოწმე გახდა განმუხურის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი, სადაც "ზუგდიდმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა.

მე-19 წუთზე სტუმრები საბა ლომიამ დააწინაურა, მაგრამ ამას მალევე უპასუხა ირაკლი ქობალიამ (20 წუთი) და ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძელთა წინ გაყვანა მეორე ტაიმში დავით ბოლქვაძემ კი შეძლო (50), თუმცა ლომიას დუბლმა (63) "მერანს", სულ ცოტა, ქულის გადარჩენის იმედი ჩაუსახა.

ზუგდიდელებს მხსნელად ზვიად სიხარულია მოევლინათ, რომელმაც გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი
(ზუგდიდი):

"ამ შედეგით ძალიან გახარებული ვარ. ზედიზედ ორი საშინაო მატჩი მოვიგეთ და ლიდერთა შორის ვართ. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ გამარჯვებას ვიმსახურებდით".

მალხაზ ჟვანია (მერანი):
"ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა და მაყურებელს სიამოვნება მიანიჭა. "ზუგდიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. მარცხის მიუხედავად, ჩემი გუნდის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
8.12. განმუხური. ცენტრალური. 1 000 მაყურებელი
ზუგდიდი-მერანი 3:2

გოლები: 0:1 ს. ლომია (19), 1:1 ქობალია (20), 2:1 დ. ბოლქვაძე (50), 2:2 ს. ლომია (63), 3:2 სიხარულია (69)

ზუგდიდი მერანი
4-4-2 4-4-2
ძაგანია შეროზია
აფაქიძე გეგეჭკორი
ს. თოდუა კიკალიშვილი
გამეზარდაშვილი ქარქუზაშვილი
აკობია მელიავა
ტყემალაძე დიდავა
სიხარულია ბუკია
კოშკაძე ფონიავა
დ. ბოლქვაძე ნ. ნოზაძე
გაბედავა კუჭუხიძე
ქობალია ს. ლომია

მწვრთნელები
ე. ქომეთიანი მ. ჟვანია

ზუგდიდი
68. კოშკაძე - შ. ლომია
72. ბოლქვაძე - რ. ონიანი
სათადარიგოები: მერლანი, ბოიომო, წურწუმია, აქუბარდია, ეხვაია

მერანი
66. ნოზაძე - ტორონჯაძე
82. ს. ლომია - ამბროლაძე
სათადარიგოები: ბერია, მონიავა, გელაჭეიშვილი, შულაია, გეგია

გაფრთხილება: ბუკია (87)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლების ვიდეო სად არის მოვიდა შემდეგი ტური.
ogafa
22:57 10-12-2012
0

სიახლეები პოპულარული