ირაკლი კვეკვესკირის მიმართვა ფოთელებს: ძმებო, მე თქვენთვის არ მიგინებია!

AutoSharing Option
8 დეკემბერს ფოთში "კოლხეთისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე გაიტანეს.

ამ დროს სტუმრები ისედაც კაცნაკლულები იყვნენ და კიდევ ერთი მოთამაშე, ირაკლი კვეკვესკირი ამის შემდეგ გაუძევეს: როგორც ამტკიცებენ, მთავარმა არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ წითელი ბარათი იმიტომ უჩვენა, რომ დინამოელმა მცველმა ემოციები ვერ მოთოკა და მაყურებელს აგინა.

თუმცა, თავად ირაკლი ამტკიცებს, რომ გულშემატკივრისთვის არ უგინებია.

"წითელი ბარათი რომ მაჩვენეს, გაოცებული დავრჩი და ვერაფრით გავიგე, რა გახდა ამის მიზეზი. მერე მითხრეს, ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეო.

Video
Sportall.Ge
არეულობა კოლხეთისა და ბათუმის დინამოს მატჩში


კატეგორიულად ვამბობ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩემი თუ არ სჯერათ, მოვითხოვ მატჩის ვიდეოჩანაწერს, სადაც იმედია, ეს ეპიზოდი გადაღებული იქნება.

ვიცი, რომ მატჩის არბიტრი წესიერი ადამიანია, მაგრამ ის შეცდომაში შეიყვანეს. მოედნიდან გაძევებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი.

გადაწყვეტილებას არ ვასაჩივრებ, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამოვდივარ და მსურს ფოთელ გულშ
ემატკივარს მივმართო: ძმებო, მე თქვენთვის არ მიგინებია და ნუ იფიქრებთ, რომ სიხარულით გამოწვეული ემოცია თქვენი შეურაცხყოფა იყო", - გვითხრა კვეკვესკირმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2 - გურული მწვრთნელია თუ მსაჯი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული