ლევან ხმალაძე: იმედია, სეზონის ლოგიკური დასასრული "დინამოს" ჩემპიონობა იქნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხმალაძემ საკუთარი გუნდის წარმატებულ გამოსვლასა და "ზუგდიდთან" მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

"დინამო" ჩვეულად ათამაშდა. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გვაქვს წაგებული და მიმაჩნია, რომ არც იმ შეხვედრაში ვიმსახურებდით მარცხს.

წელს "დინამო" გუნდურ და რაც მთავარია, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ამის დასტური უმაღლეს ლიგაში 57 გატანილი გოლია.

ასეთი კარგი სტარტი ჩვენს გუნდს ბოლო წლებში არ ჰქონია და იმედი მაქვს, სეზონის ლოგიკური დასასრული "დინამოს" ჩემპიონობა იქნება.

მომავალ შეხვედრას "დინამო არენაზე" "ზუგდიდთან" გავმართავთ. მეტოქე გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ზოგიერთი
მათგანის გვერდით არაერთხელ მითამაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამჯერად ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

"ზუგდიდის" დამარცხება, ვფიქრობ, არ უნდა გაგვიჭირდეს. მიზანი მორიგი გამარჯვება და სამი ქულაა.

უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ უახლოეს მდევართან მინიმუმ ექვსქულიანი სხვაობის შენარჩუნება გვსურს. თუ მეტი იქნება, უკეთესია",
- თქვა ხმალაძემ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული