მერანი-კოლხეთი 4:0 - ლო­მიას დარტყმა გო­ლია!

AutoSharing Option
ბო­ლო დროს ფო­თის "კოლ­ხეთ­ში" არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, გუნ­დი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და, რა­ზეც სტა­ტის­ტი­კაც ნათ­ლად მეტყ­ვე­ლებს: 20 გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­დან გუნ­დ­მა ვერც ერ­თხელ ვერ შეძ­ლო გა­მარ­ჯ­ვე­ბის მიღ­წე­ვა.

ამ ყვე­ლა­ფერს ცხრილ­ში ბო­ლო ად­გი­ლი მოჰ­ყ­ვა, სა­ბო­ლო­ოდ კი ასე დამ­თავ­რ­და: სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ტუ­რით ად­რე გუნ­დი თერ­თ­მეტ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა და­ტო­ვა. მა­თი ად­გი­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დუბ­ლებ­მა შე­ავ­სეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზღვის­პი­რე­ლებს უმაღ­ლეს­ში დარ­ჩე­ნის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შან­სი დარ­ჩათ.

ვთქვათ ისიც, რომ კოლ­ხუ­რი დერ­ბი "მე­რა­ნი­სა" და "კოლ­ხე­თის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, წე­სით, მარ­ტ­ვი­ლის ცენ­ტ­რა­ლურ სტა­დი­ონ­ზე უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა უკა­ნას­კ­ნელ წუთს ფე­დე­რა­ცი­ამ სხვა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა
მი­ი­ღო და მატ­ჩი სამ­ტ­რე­დი­ა­ში, ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნურ­სა­ფა­რი­ან მო­ე­დან­ზე შედ­გა.

რო­გორც თით­ქ­მის ყვე­ლა მატ­ჩ­ში, საწყი­სი წუ­თე­ბი სტუმ­რებს ცუდს არა­ფერს უქად­და, მაგ­რამ ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ისი­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ღალ­­ნენ, ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გეს და შე­დე­გად, სა­კუ­თარ კარ­ში ოთხი უპა­სუ­ხო ბურ­თი მი­ი­ღეს.

აღ­ნიშ­ნულ პა­ექ­რო­ბა­ში მარ­ტ­ვი­ლელ­თა­გან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო ლა­შა კუ­ჭუ­ხი­ძემ, ხო­ლო სტუ­მარ­თა­გან თე­მურ ფა­რუ­ლა­ვა, გი­ორ­გი კი­ლა­სო­ნია და ომარ გო­გო­ნაია იყ­ვ­ნენ დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ­ნი.

Sportall.Geიმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "კოლ­ხე­თი" გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თა­მა­შობ­და, ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ოდ­ნა­ვა­დაც არ აყე­ნებს ჩრდილს მე­რა­ნელ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბას. მათ ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლეს და და­გეგ­მილ სამ ქუ­ლა­საც კა­ნონ­ზო­მი­ე­რად გა­მოჰ­კ­რეს ხე­ლი. ამ საქ­მე­ში ლო­მის წი­ლი სა­ბა ლო­მი­ამ და­ი­დო, რო­მე­ლიც გუნდს სა­მი გა­ტა­ნი­ლი გო­ლი­თა და სა­გო­ლე გა­და­ცე­მით შე­ე­წია. თუმ­ცა, მივ­ყ­ვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პა­ექ­რო­ბას, ვერ ვიტყ­ვით, რომ გუნ­დებ­მა პირ­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში რა­ი­მე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა და­ბა­ლი ტემ­პის მი­უ­ხე­და­ვად, ნა­ხე­ვარ­მო­მენ­ტე­ბი ორი­ვე გუნ­დის კარ­თან მა­ინც შე­იქ­მ­ნა: გა­მო­სა­ყო­ფია მას­პინ­ძელ­თა­გან ლე­ვან გე­გეჭ­კო­რი­სა და პა­პუ­ნა ფო­ნი­ა­ვას დარ­ტყ­მე­ბი, სტუ­მარ­თა­გან კი გი­ორ­გი ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის ზედ სა­ჯა­რი­მოს ხა­ზი­დან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო.

აქ­ტი­უ­რი იყო მა­მუ­კა ტო­რონ­ჯა­ძეც, თუმ­ცა მი­სი თა­ვუ­რი ლე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილ­მა მო­ი­გე­რია.

ამის შემ­დეგ გო­ლიც ვი­ხი­ლეთ: მარ­ტ­ვი­ლელ­თა მე­კა­რის, ჯო­ნი შე­რო­ზი­ას მი­ერ თა­მაშ­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი ბურ­თი ყის­მა­თი­ა­ნად მო­ათ­ვი­ნი­ე­რა და და­ა­მუ­შა­ვა სა­ბა ლო­მი­ამ, რო­მელ­მაც იქ­ვე მყო­ფ ნო­დარ ნო­ზა­ძეს და­უ­გო­რა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა ძლი­ე­რი და ზუს­ტი დარ­ტყ­მით წინ გა­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი­ა­ნე­ბი.

ცო­ტა ხან­ში მალ­ხაზ ჟვა­ნი­ას შე­გირ­დებს კი­დევ შე­ეძ­ლოთ გა­ტა­ნა, თან ზე­დი­ზედ ორ­ჯერ: ჯერ კი­ჭი მე­ლი­ა­ვას გა­და­ცე­მის შემ­დეგ იმა­ვე ლო­მი­ამ ვერ ივარ­გა, ხო­ლო ხუ­თი­ო­დე წუთ­ში ნო­ზა­ძე-ლო­მი­ას კომ­ბი­ნა­ცია ვერ და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა ფო­ნი­ა­ვამ, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 მეტ­რი­დან ბურ­თი კარს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ააცი­ლა.

"მე­რა­ნი" არა­ნაკ­ლებ აგ­რე­სი­უ­ლი იყო მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც. მათ ან­გა­რი­შის გაზ­რ­დის არა­ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარს გა­ა­ტა­ნეს: აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია მა­მუ­კა ტო­რონ­ჯა­ძის დარ­ტყ­მა, მცი­რე მან­ძი­ლით რომ ასც­და კოლ­ხ­თა კარს.

შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კარ­გად ჩან­და, რომ "მე­რა­ნი" მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბო­და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს. სტუმ­რებს ბურ­თის არ­თ­მე­ვა და შემ­დ­გომ მას­ზე კონ­ტ­რო­ლი უჭირ­დათ. შე­ტე­ვა­ში აქა-იქ შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მე­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ ფონს გას­ვ­ლას, ისიც იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვებ­ში. თავს კი არცთუ ისე კარ­გად იცავ­დ­ნენ...

ერ­თა­დერ­თი, ვინც სტუ­მარ­თა­გან აქ­ტი­უ­რობ­და, შალ­ვა კვან­ტა­ლი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით ბევრს მოძ­რა­ობ­და, ორ­ჯერ კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ ძლი­ე­რა­დაც და­არ­ტყა, თუმ­ცა მის მონ­დო­მე­ბას შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, მე­რა­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და თა­ვი­ან­თი უპი­რა­ტე­სო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ზარ­დეს: ეს მას შემ­დეგ, რაც მარ­ცხე­ნა ფრთა­ზე ჩვე­უ­ლი სის­წ­რა­ფით მოძ­რავ­მა კი­ჭი მე­ლი­ა­ვამ რამ­დე­ნი­მე მცველს გვერ­დი აუარა და ჩი­ნე­ბუ­ლი გა­და­ცე­მით სა­პი­რის­პი­რო ფლან­გ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­კა­რეს­თან მარ­ტო და­ტო­ვა სა­ბა ლო­მია, რო­მელ­საც გა­ტა­ნა არ გას­ჭირ­ვე­ბია.

სწო­რედ აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­და­იქ­ცა ეს შეხ­ვედ­რა ლო­მი­ას ბე­ნე­ფი­სად. 69-ე წუთ­ზე ფო­თელ­თა კონ­ტ­რ­შე­ტე­ვა მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­თან ახ­ლოს გი­ვი დი­და­ვამ ჩაჭ­რა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­და­ცე­მით ჩი­ნე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­იყ­ვა­ნა პა­პუ­ნა ფო­ნი­ა­ვა, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო გა­ტა­ნა, თუმ­ცა ბურ­თი უკე­თეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ ლო­მი­ას და­უ­გო­რა და 3:0.

ბო­ლო აკორ­დი მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ წუ­თებ­ში მოხ­და, რო­დე­საც სა­ბა ლო­მი­ამ სა­ჯა­რი­მოს სი­ახ­ლო­ვეს ზუს­ტი დარ­ტყ­მით სა­ბო­ლოო და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­ში და­ა­ფიქ­სი­რა - 4:0.

სხვა­თა შო­რის, ეს ლო­მი­ას ორ მატ­ჩ­ში გა­ტა­ნი­ლი მე­ხუ­თე გო­ლია. სულ კი მას მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჯამ­ში 11 ბურ­თი და­უგ­როვ­და და ბომ­ბარ­დირ­თა და­ვა­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა.

"კოლ­ხე­თის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სო­სო ფი­ლია, ალ­ბათ, დარ­ჩე­ნილ მატ­ჩებ­ში ახალ­გაზ­რ­და და ად­გი­ლობ­რივ ფეხ­ბურ­თე­ლებს მის­ცემს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სხვა მხრივ კი, სა­ეჭ­ვოა, ფო­თე­ლებ­მა უმაღ­ლეს ლი­გა­ში დარ­ჩე­ნი­სათ­ვის მედ­გა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­უ­წი­ონ უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტებს.

სამ­წუ­ხა­როდ, უსახ­ს­რო­ბის გა­მო დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე გუნ­დის არ­სე­ბო­ბა კვლავ კითხვის ნიშ­ნის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ლომო კაი გუნდში მენახე!
zesta
01:26 18-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული