გორის "დილას" მეკარე მარინ სკენდერი ქომაგთა რჩეულია

AutoSharing Option
მარინ სკენდერი გორის "დილას" ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია. გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად ტარდება გულშემატკივართა გამოკითხვა, რომლის მიზანიც წინა თვის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაა.

ამჯერადაც კლუბის პრესსამსახურმა 12 კანდიდატი შეარჩია - "დილას" ფანებს არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე უნდა შეეჩერებინა.

გამოკითხვა 3-დან 16 დეკემბრამდე ჩატარდა და საკუთარი სიმპათია 657-მა ადამიანმა გამოავლინა. ნოემბერში გულშემატკივართა რჩეული მარინ სკენდერი გახდა: 33 წლის ხორვატმა გოლკიპერმა 139 ხმა, ანუ 21% მიიღო.

მან გასულ თვეში "დილას" მიერ გამართული 5 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 4-ჯერ კარი "მშრალად" შეინახა.

ეროვნულ ჩემპიონატში სკენდერი შეუცვლელად
თამაშობს და გუნდის მიერ ჩატარებულ 20-ივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, საიდანაც 13-ჯერ "დილამ" გოლი არ გაუშვა.

ნოემბრის გამოკითხვის შედეგები:

1. მარინ სკენდერი 139
2. დავით კვირკველია 125
3. გოგიტა გოგუა 80
4. გიორგი ონიანი 69
5. გიგა ბეჭვაია 50

გამოკითხვის გამარჯვებულს "დილას" ფანკლუბ "ლომკაცების" ხელმძღვანელი არჩილ ოლგესაშვილი ოთხშაბათს, 19 დეკემბერს, გორში XXI ტურის მატჩის წინ, სამახსოვრო პრიზს გადასცემს.

შევიტყვეთ, რომ სეზონის ბოლოს დაგეგმილია გუნდის "წლის რჩეულის" გამოვლენაც, რომელსაც გორის "დილას" სიმბოლიკა გადაეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი
გი­ორ­გი და­რა­სე­ლია: ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბი­სათ­ვის ზამ­თარ­ში­ვე ვიზ­რუ­ნებთ
ვანო თაყაძე: გორის "დილა" სწორ გზაზე დგას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული