უმაღლესი ლიგა: "დინამომ" "მერანი" დაამარცხა

AutoSharing Option
19 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის უკანასკნელი მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 29-ე წუთზე ანგარიში დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის მეორე ტაიმში კვლავ მასპინძლები გამოირჩნენ, ამჯერად გოლის ავტორი 70-ე წუთზე ჯაბა დვალი გახდა.

მარტვილელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. 75-ე წუთზე დინამოელთა კარი მამუკა ტორონჯაძემ დალაშქრა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "ზესტაფონმა" მოიგო, "ტორპედო" და "ჩიხურა" ფრეს დასჯერდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული