თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 29-ე წუთზე ანგარიში დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.
შეხვედრის მეორე ტაიმში კვლავ მასპინძლები გამოირჩნენ, ამჯერად გოლის ავტორი 70-ე წუთზე ჯაბა დვალი გახდა.
მარტვილელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. 75-ე წუთზე დინამოელთა კარი მამუკა ტორონჯაძემ დალაშქრა.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "ზესტაფონმა" მოიგო, "ტორპედო" და "ჩიხურა" ფრეს დასჯერდნენ