გუნდის ფლანგელი მცველი და ვიცე-კაპიტანი გორელთა წამყვანი ფეხბურთელია და დეკემბერშიც "დილას" მიერ გამართულ ხუთივე მატჩში მონაწილეობდა, ერთხელ კი გატანილი გოლითაც გამოირჩა.
თუმცა ბათუმის "დინამოს" კარში მის მიერ გატანილი ბურთი ჩვეულებრივი არ ყოფილა. იგი საიუბილეო, მე-700 გოლი იყო გორის "დილას" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის მანძილზე.
Video
დინამო (ბთ) - დილა 1:2
დინამო (ბთ) - დილა 1:2
გამოკითხვაში კვირკველიამ სულ ხუთი ხმით აჯობა გორელთა შემტევ ნახევარმცველს რომან ახალკაცს. მესამე კი გუნდის
აღნიშნული გამოკითხვა კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ სექტემბრის შემდეგ ხორციელდება. სექტემბერში საუკეთესოდ გიორგი კახელიშვილი დასახელდა, ოქტომბერში - გიგა ბეჭვაია, ნოემბერში - მარინ სკენდერი.
ქომაგთა რჩეულს კლუბი, ტრადიციულად, სამახსოვრო საჩუქრით აჯილდოებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" დაიშლება? დარასელია წავიდა, სალუქვაძე და ხოჯავა მიდიან