დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად გორის "დილაში" დავით კვირკველია დაასახელეს

AutoSharing Option
გორის "დილას" ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კლუბის გულშემატკივრებმა დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დავით კვირკველია დაასახელეს.

გუნდის ფლანგელი მცველი და ვიცე-კაპიტანი გორელთა წამყვანი ფეხბურთელია და დეკემბერშიც "დილას" მიერ გამართულ ხუთივე მატჩში მონაწილეობდა, ერთხელ კი გატანილი გოლითაც გამოირჩა.

თუმცა ბათუმის "დინამოს" კარში მის მიერ გატანილი ბურთი ჩვეულებრივი არ ყოფილა. იგი საიუბილეო, მე-700 გოლი იყო გორის "დილას" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის მანძილზე.

VideoSportall.Ge
დინამო (ბთ) - დილა 1:2


გამოკითხვაში კვირკველიამ სულ ხუთი ხმით აჯობა გორელთა შემტევ ნახევარმცველს რომან ახალკაცს. მესამე კი გუნდის
ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძე გახლდათ.

აღნიშნული გამოკითხვა კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ სექტემბრის შემდეგ ხორციელდება. სექტემბერში საუკეთესოდ გიორგი კახელიშვილი დასახელდა, ოქტომბერში - გიგა ბეჭვაია, ნოემბერში - მარინ სკენდერი.

ქომაგთა რჩეულს კლუბი, ტრადიციულად, სამახსოვრო საჩუქრით აჯილდოებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" დაიშლება? დარასელია წავიდა, სალუქვაძე და ხოჯავა მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული