რუსთავის "მეტალურგი" ორკვირიან შეკრებაზე თურქეთში მიდის

AutoSharing Option
ვინ მოვა გუნდში და რომელი ფეხბურთელები წავლენ - საშუასეზონო პერიოდში ყველაზე აქტუალური საკითხი ეს არის.

რუსთავის "მეტალურგი", რომელსაც წინა სეზონში მეორე ადგილი შეხვდა, ახლა ქვედა ექვსეულში აღმოჩნდა, თუმცა ცხოვრება ამით არ მთავრდება.

გადაწყდა, რომ "მეტალურგს" უცხოური შეკრება ექნება, 1 თებერვალს ორი კვირით გაემგზავრება ანტალიაში.

ჩვენებურთა მეტოქეები უკრაინული და პოლონური გუნდები იქნებიან. "მეტალურგი" თურქეთში ხუთი საკონტროლო მატჩის გამართვას აპირებს.

"მეტალურგი" ვარჯიშს 12 იანვარს განაახლებს რუსთავში. გუნდიდან ჯერ არავინ წასულა, ახალი კი ჯერ მხოლოდ ლევან კორღალიძეა - 32 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა რუსთავურ
კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლე­ვან კორ­ღა­ლი­ძე: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ადრეც მსურ­და
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული