32 წლის ბურდულის გვარმა ამ კონტექსტში გაიჟღერა კიდეც. ჯერ გავრცელდა ხმები, თითქოს, 32 წლის ბურდულის კანდიდატურა ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად განიხილებოდა.
ბოლო ამბავი კი "ლელოს" 10 იანვარს აცნობეს: ბოლნისის "სიონში" ახლა გაუგებარი ვითარებაა. გუნდის დაფინანსების საკითხები დამოკიდებულია იმაზე, ბოლნისის გამგებლად გიორგი დაუშვილი დარჩება თუ
როგორც ამბობენ, კლუბში სწორედ ლადო ბურდულის გამოჩენას ელიან. ოღონდ ამ შემთხვევაში ლაპარაკია მის არა მთავარ მწვრთნელად, არამედ კლუბის ერთ-ერთ მმართველ პირად დანიშვნაზე.
თუ ასე მოხდა, შესაძლოა, 13 იანვრის შემდეგ "სიონში" მუშაობას გიორგი დემეტრაძეც შეუდგესო, ასე იციან კლუბში. იმიტომ, რომ გიორგი ჯერ კიდევ ციხეშია, მაგრამ მას ამნისტია შეეხო და ალბათ, 13 იანვარს ჰაერს უკვე თავისუფლებაზე ჩაისუნთქავს.
ჭორ-მართალში გასარკვევად ლადო ბურდულს დავუკავშირდით:
"ბოლო დროს მეც ბევრი ჭორი მოვისმინე. არ დავმალავ, ფოთში მუშაობაზე "კოლხეთის" ხელმძღვანელობა მართლაც მელაპარაკა, რადგან "ბ" ლიცენზია მაქვს და მწვრთნელობა მსურს.
მაგრამ ეს საქმე შეჩერებულია. დღეს კლუბში სოსო ფილია მუშაობს და ის არავის მოუხსნია. ბოლნისში კი არმაზ ჯელაძეა და როგორც ვიცი, პერსპექტიული სპეციალისტია.
ასე რომ, "კოლხეთსა" და "სიონში" ჩემს მისვლაზე ლაპარაკი ჭორია. თუმცა, გიორგი დემეტრაძე ციხიდან რომ გამოვა, და მჯერა, ეს მალე მოხდება, ცხადია, ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს.
არ დავმალავ, ციხეში გიორგის გასამხნევებლად ფეხბურთელების ჯგუფი რომ შევედით, პირადად დავინტერესდი და ვკითხე, რას აპირებდა გამოსვლის შემდეგ. ცხადია, ის ფეხბურთში უნდა დასაქმდეს, მაგრამ ალბათ, მოედანს აღარ დაუბრუნდება.
საკმარისი გამოცდილებაც აქვს, ავტორიტეტიც და ცოდნაც, რომ კლუბში დასაქმდეს, მაგრამ სად და რა როლში, კლუბის ხელმძღვანელად თუ მწვრთნელად, მომავალი გვაჩვენებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"
გიორგი დემეტრაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადეს
გიორგი დემეტრაძე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს
კახი კალაძე: გიორგი დემეტრაძე უახლოეს მომავალში გათავისუფლდება
ფეხბურთელებმა ციხეში გიორგი დემეტრაძესთან მატჩი გამართეს