"ზესტაფონი" გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მილხრაუმმა დატოვა

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" 2013 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე ივარჯიშა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ წვრთნის წინ ფეხბურთელებს ახალი ასისტენტი, კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა.

სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ვარჯიშმა შეუფერხებლად ჩაიარა. აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გაკეთდა.

შეკრების მეორე დღიდან "ზესტაფონი" ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

"ზესტაფონის" შემადგენლობაში პირველად ივარჯიშა გუნდის ახალწვეულმა ლევან კუტალიამ, მცირე ტრავმების გამო კი ჯერჯერობით უქმად არიან თორნიკე აფციაური, ზაალ ელიავა, ლევან შარიქაძე, თემურ ღონღაძე და თორნიკე გრიგალაშვილი.

Sportall.Ge
დატოვა" width="165" height="196" style="float: left; margin: 5px;" />P.S. 10 იანვარს, გვიან, ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონი" დატოვა გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მილხრაუმმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
DAAKLDEBA GUNDS.. CARMATEBEBI.
PARFIUMER
18:09 11-01-2013
0
Aufwiedersehen Partika !!! :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული