გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ წვრთნის წინ ფეხბურთელებს ახალი ასისტენტი, კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა.
სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ვარჯიშმა შეუფერხებლად ჩაიარა. აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გაკეთდა.
შეკრების მეორე დღიდან "ზესტაფონი" ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.
"ზესტაფონის" შემადგენლობაში პირველად ივარჯიშა გუნდის ახალწვეულმა ლევან კუტალიამ, მცირე ტრავმების გამო კი ჯერჯერობით უქმად არიან თორნიკე აფციაური, ზაალ ელიავა, ლევან შარიქაძე, თემურ ღონღაძე და თორნიკე გრიგალაშვილი.