ბათუმის "დინამო" - ვარჯიშიც და ტრანსფერებიც

AutoSharing Option
სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგა ბათუმის "დინამო". გია გურულის გაწვრთნილი გუნდი აჭარის დედაქალაქში, ანგისას მოედანზე ვარჯიშობს, 21 იანვრიდან კი ორკვირიან შეკრებაზე გადავა ქობულეთში.

ამის შემდეგ ბათუმის "დინამოს"კიდევ ერთი შეკრების სურვილი აქვს - წავა თუ არა გუნდი თურქეთში, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

ბათუმის "დინამოდან" ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია წასული: 18 წლის ნიკა დიასამიძე "დინამო თბილისში" გადავიდა.

ბათუმელთა გუნდში ისიც გვითხრეს, რომ ეს ტრანსფერი სხვა ვალდებულებასაც მოიცავს: დუშან უჰრინის "დინამოდან" აჭარაში ორი ფეხბურთელი უნდა გაუშვან განათხოვრებით.

დიასამიძე უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, სხარტი და
ტექნიკური, შეუძლია არაორდინარული გადაწყვეტილების მიღება, შემტევია და არაერთ პოზიციაზე ეხერხება თამაში.

ჯერ უცნობია, თუ რომელ ფეხბურთელებს გაუშვებს "დინამო თბილისი" ბათუმურ კლუბში.

ბათუმის "დინამოში" უკვე მივიდა ორი ახალი მოთამაშე: 30 წლის მცველი გიგა ჟვანია მარტვილის "მერანიდან" და 23 წლის მცველი ჯემალ გაბუნია ფოთის "კოლხეთიდან".

გია გურულის გუნდი კიდევ ელის რამდენიმე ახალ ფეხბურთელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული