მიმდინარე სეზონისთვის "მეტალურგმა" ლეგიონერი აიყვანა - 23 წლის ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანი, რომელმაც მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხორვატის და რუსთავური გუნდის გზები გაიყრება და უცხოელის ადგილს ქართველი დაიკავებს - 25 წლის მიხეილ ალავიძე.
ეს მეკარე წინა სეზონში ბათუმის "დინამოს" წევრი გახლდათ, ამ სეზონში კი არსად უთამაშია. აჭარაში მისვლამდე ალავიძემ ორი წელი უზბეკურ "შურთანში" ითამაშა; მანამდე კი რუსთავური გუნდის კარს იცავდა და ნაცნობ გარემოში მოუწევს დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ "მეტალურგმა" ამ სატრანსფერო პერიოდში უკვე დაიმატა ორი ფეხბურთელი: 32 წლის შემტევი რომან ახალკაცი და 32 წლის შუახაზელი ლევან კორღალიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"