ქუთაისის "ტორპედო" - "მარბელას თასზე" მოსკოვის "სპარტაკთან" და კიევის "დინამოსთან" ერთად

AutoSharing Option
საქართველოს 3-გზის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" 18 იანვარს იკრიბება და ეროვნული თასისა და ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას შეუდგება.

მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძე გველაპარაკა:

"გუნდი ქუთაისში შეიკრიბება და თავიდან "ტორპედოს" ბაზაზე ივარჯიშებს. 1 თებერვალს კი შეკრების მეორე ნაწილის გასავლელად გუნდი ესპანეთში გაემგზავრება და "მარბელას თასზე" ითამაშებს.

როგორც ვიცით, ტურნირზე, ტრადიციულად, ძლიერი გუნდები მონაწილეობენ - მოსკოვის "სპარტაკი", კიევის "დინამო"... სულ რვა გუნდი. ჯგუფში 4-4 მოხვდება და ყველა ადგილის გამოსავლენად თამაშებია დაგეგმილი. ანუ შეხვედრები, მინიმუმ, 4 ძლიერ მეტოქესთან გვექნება".

გუნდში მიმდინარე
საკადრო ცვლილებებზე კი ჩხიკვაძემ ზოგადად ილაპარაკა:

"ჯერ დაზუსტებით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გუნდი დატოვა ლექსო კვახაძემ, კლუბთან კონტრაქტი კი 23 წლის ცენტრალურმა მცველმა ბიძინა (ბუკა) ცინცაძემ გააფორმა.

ცინცაძე ბოლო 2 წელი ლატვიის უმაღლეს ლიგაში, "დაუგავაში" თამაშობდა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ და გასულ წელს ამ ბალტიისპირული ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ცინცაძემ "ტორპედოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ესპანურ შეკრებაზე გამოგვყვება.

რა თქმა უნდა, სხვა ცვლილებებიც იქნება. შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ, მაგრამ ეს საკითხები უახლოეს დღეებში გადაწყდება და ჯერ ვერაფერს გეტყვით"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დათუნაიშვილი: "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული