ახალწვეულებს კიდევ სამი ფეხბურთელი დაემატა: 27 წლის მცველი გიორგი ტყეშელაშვილი ფოთის "კოლხეთიდან", 31 წლის შუახაზელი ალექსანდრე კოშკაძე "ზუგდიდიდან" და 28 წლის ნახევარმცველი კობა შალამბერიძე, რომელიც ბოლოს პოლონურ "ფლოტაში" თამაშობდა.
იყო დრო, კოშკაძე "დინამო თბილისის" ერთ-ერთი ლიდერი რომ გახლდათ. ცაციათი ძლიერი დარტყმა აქვს, ტექნიკა არ დაეწუნება, გამოცდილება ხომ თავისთავად მისი პლუსია და ვფიქრობთ, მისი
რაც შეეხება კობა შალამბერიძეს, მას თამაშის გამწვავება რიგიანად შეუძლია და ვნახოთ, როგორ გააძლიერებს ბათუმის "დინამოს".
გიორგი ტყეშელაშვილი ფოთის "კოლხეთამდე" "გაგრას" დაცვის ბურჯი იყო და ვფიქრობთ, აჭარულ გუნდშიც ნორმალურად წარმოაჩენს თავს.
მოსულებზე ვთქვით და ახლა წამსვლელებზეც მოგახსენებთ. გუნდი დატოვეს 24 წლის მცველმა ნიკა ხუხიამ, 23 წლის ნახევარმცველმა ერეკლე კილაძემ, 21 წლის ნახევარმცველმა პაატა ბალაძემ, 22 წლის ნახევარმცველმა დავით კაკულიამ, 23 წლის შუახაზელმა დათა სიჭინავამ, 28 წლის თავდამსხმელმა ირაკლი ცნობილაძემ, 25 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ოლექსანდრ ტიმჩიშინმა, 20 წლის კოტდივუარელმა ფორვარდმა ტიერი კლოვისმა.
ადრე ისიც გაცნობეთ, რომ გურულის გუნდიდან "დინამო თბილისში" გადავიდა 18 წლის შემტევი ნიკა დიასამიძე და კლუბებს შორის შეთანხმების თანახმად, დედაქალაქურ "დინამოს" ბათუმურ გუნდში ორი ფეხბურთელი უნდა გაეშვა განათხოვრებით. ლაპარაკი იყო 21 წლის ირაკლი ლექვთაძეზე. თუმცა შევიტყვეთ, რომ ეს ნახევარმცველი ბოლნისის "სიონში" მიდის.
ერთი სიტყვით, ბათუმის "დინამო" ჯერაც მოლოდინშია, თუ რომელ ფეხბურთელებს გაუშვებს მასთან დუშან უჰრინის "დინამო".
ამ დროისათვის ბათუმის "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერი დარჩა - 27 წლის უკრაინელი მეკარე ივან პიცანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"