საჩხერის "ჩიხურამ" შოთა კაშია დაიმატა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" სეზონის განახლებისთვის თბილისში ემზადება, 35-ე საფეხბურთო კლუბის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ "მარაკანაზე" ვარჯიშობს.

ადრე გაუწყეთ, რომ სოსო ფრუიძის გუნდმა "ზუგდიდიდან" წამოსული შუახაზელი დავით ბოლქვაძე დაიმატა. ახლახან კი კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა - "ჩიხურაში" შოთა კაშია ჩაირიცხა.

შოთა არნემის "ვიტესის" კაპიტნის, გურამ კაშიას ძმა გახლავთ, რომელიც ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა. 28 წლის შოთა კაშიას ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია გუნდისთვის სარგებლობის მოტანა და მარჯვენა მცველის პოზიციიდანაც.

"ჩიხურაში" ვარჯიშობს ბოლნისის "სიონიდან" წამოსული შემტევი გიორგი ჭედია და შვეიცარიული "ქსამაქსიდან" სამშობლოში დაბრუნებული ირაკლი ჩირიკაშვილი. მათი
"ჩიხურაში" დარჩენის საკითხი იქამდე გადაწყდება, სანამ გუნდი უცხოურ შეკრებაზე გადავა - "ჩიხურა" თურქეთში 4 თებერვალს გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული