ცხინვალის "სპარტაკში" რუსული პასპორტების მქონე ცხინვალელები გამოჩნდნენ

AutoSharing Option
პირველი ლიგის აღმოსავლეთ ზონის ლიდერი ცხინვალის "სპარტაკი" "ბენდელას თასზე" თამაშით ემზადება სეზონის განახლებისთვის, 2 თებერვლიდან კი ანტალიაში გაივლის შეკრებას.

გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ჯერჯერობით თავს ართმევს დაკისრებულ ამოცანას.

"სპარტაკში" რამდენიმე ფეხბურთელია გასინჯვაზე, მათ შორის, გიორგი კაბისოვი და ხეთაგ ხადარცევი. ორივე 1992 წელსაა დაბადებული და 29 იანვარს "ბენდელას თასზე" საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან ითამაშეს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ფეხბურთელი ცხინვალელია და რუსული პასპორტი აქვს. "სპარტაკში" გვითხრეს, რომ კაბისოვი ვლადიკავკაზის '"ალანიას" დუბლებში გამოდიოდა, ხოლო ხადარცევი - ყაზანის
"რუბინის" მეორე გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული