გორის "დილას" კარში მარინ სკენდერს კასპარს იკსტენსი შეცვლის

AutoSharing Option
გორის "დილა" ხორვატმა მეკარემ მარინ სკენდერმა კი დატოვა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "დილას" კარს ისევ უცხოელი დაიცავს - ლატვიელი კასპარს იკსტენსი უკვე "დილასთან" ერთადაა თურქულ შეკრებაზე.

24 წლის კასპარსი ლატვიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გახლდათ, იყო რიგის "სკონტოს" წევრიც, ბოლოს "დაუგავპილსში" გამოდიოდა.

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კასპარსი "დილასთან" მალევე გააფორმებს კონტრაქტს და სეზონის ბოლომდე დარჩება გორულ კლუბში. სეზონის დასრულების შემდეგ კი რა იქნება, ჯერ უცნობია - გორის "დილას" დაფინანსების წყარო იქნება გასარკვევი.

Sportall.Geიკსტენსის სიმაღლე 185 სანტიმენტრია, როგორც ამბობენ,
საკმაოდ კარგი მონაცემების მქონე მეკარეა და იმედია, ისეთი ლეგიონერი გამოდგება, მართლა რომ გაამდიდრებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს.

ამასობაში თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა, ავსტრიულ "ვინერ ნოიშტადტთან" 1:1 ითამაშა.

"დილა" 70-ე წუთზე დაწინაურდა გიორგი ილურიძის გოლით, ავსტრიელებმა კი ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრეს.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა: იკსტენსი, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, მაისურაძე, არზიანი, კახელიშვილი, ლეონარდო, ჟუნიორი.

შეცვლაზე შევიდნენ: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, თოთაძე, მოდებაძე, აბურჯანია, ილურიძე, გორელიშვილი და გოგინაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალდას ივანაუსკასი: საქართველო მეორე სამშობლოდ მიმაჩნია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასანანია, რომ ისეთი კარგი მეკარე როგორიც მარინი სკენდერი იყო, კლუბიდან წავიდა. იმედია ესეც გაამართლებს ჩვენ იმედებს, და სკენდერთან დაკავშირებით მაინტერესებს, კლუბმა გაუშვა თუ თავისი ნებით დატოვა კლუბი?
ramosi
16:17 02-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული