სეზონის წინ მზადებისთვის რუსთავის "მეტალურგმაც" ანტალიაში შეკრება არჩია

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" თურქეთში, ანტალიაში ჩავიდა და იქ გააგრძელებს მზადებას სეზონის განახლებისთვის.

რუსთაველთა დამრიგებელმა გიორგი ყიფიანმა თურქეთში 23 ფეხბურთელი წაიყვანა:

ზურაბ ბათიაშვილი, გრიგოლ ბედიაშვილი, მიხეილ ალავიძე, გიორგი ქავთარაძე, მიხეილ მახვილაძე, დენის დობროვოლსკი, დავით საჯაია, ალექსანდრე ინწკირველი, ანზორ სუხიაშვილი, ლუკა რაზმაძე, გიორგი გავაშელიშვილი, გიორგი განუგრავა, ლაშა ჯაფარიძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ოთარაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლევან კორღალიძე, ზვიად ლობჟანიძე, ივანე ხაბელაშვილი, გოგი ფიფია, გიორგი მიქაბერიძე, რომან ახალკაცი, ირაკლი სიხარულიძე.

3 თებერვალს "მეტალურგს" კორეულ "პოჰანგთან" საკონტროლო მატჩი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ეს სპარინგ-შეხვედრა არ შედგა.

რუსთაველთა
მომდევნო საკონტროლო შეხვედრების გრაფიკი ასეთია: 6 თებერვალი - "გურნიკი"(პოლონეთი), 9 თებერვალი - "აკადემია" (მოლდოვა), 12 თებერვალი - "ვორსკლა"(უკრაინა), 14 თებერვალი -"მეტალურგი"(ნოვოკუზნეცკი, რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კორღალიძე: უკეთ, ვიდრე ოცი წლის რომ ვიყავი...
რუსთავის "მეტალურგის" ახალწვეულმა გოგი ფიფიამ "ვიტ ჯორჯიასთან" დუბლი შეასრულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული