საჩხერის "ჩიხურა" სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
4 თებერვლიდან საჩხერის "ჩიხურა" თურქეთში გააგრძელებს მზადებას სეზონის მეორე ეტაპისთვის. სოსო ფრუიძის გუნდი სიდესთან ახლოს დაბინავდება და საქართველოში 18 თებერვალს დაბრუნდება.

ფრუიძემ თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი სომხიშვილი, ზურაბ მწყერაშვილი, დავით ბერდელაძე;
მცველები: დავით ოდიკაძე, შოთა კაშია, ლაშა ჭელიძე, ედიკ საჯაია, ნიკა გუშარაშვილი, გიორგი ქიმაძე, ჯაბა ბერიანიძე, ლაშა ჩიკვაიძე;
ნახევარმცველები: დავით კირკიტაძე, ნიკა კვასხვაძე, ზურაბ ძამსაშვილი, ირაკლი ზაბახიძე, დავით დიღმელაშვილი, ვაჟა ლომაშვილი, დავით ბოლქვაძე, ლევან ბაკურაძე;
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე, ბესიკ დეკანოიძე, გაგა ჩხეტიანი.

ტრავმიანობის გამო "ჩიხურას" თურქეთში ვერ გაჰყვნენ
თემურ შარაშენიძე
და თორნიკე მუმლაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საჩხერის "ჩიხურამ" შოთა კაშია დაიმატა
საჩხერის "ჩიხურა" - გამოცდილი დებიუტანტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული