გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე ბრაზილიელები დაამარცხა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ბრაზილიური "გრემიო ბარუერი" 2:1 დაამარცხა.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა: მამალაძე, ი. ლომიძე, ალვარო, ალექსი, ნ. ჯიშკარიანი, ლობე, ტატაულინი, გოგინაშვილი, გორელიშვილი, არაბული, მოდებაძე.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: შეყრილაძე, თოთაძე, ი. მაისურაძე, მურატოვი, არზიანი, ლეონარდო, ილურიძე, თომაშვილი.

"დილას" შემადგენლობაში ბევრ ახალ გვარს ამოიკითხავდით: ალვარო, ალექსი, ლობე, ტატაულინი და მურატოვი ის ლეგიონერები არიან, ჯერ გასინჯვაზე რომ იმყოფებიან ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილ გუნდში.

გორელები ბრაზილიელებთან ირაკლი მოდებაძის ზუსტი პენალტით დაწინაურდნენ მე-16 წუთზე. 78-ე წუთზე გიორგი ილურიძემ
ლეონარდოს
ჩაწოდების შემდეგ გაზარდა "დილას" უპირატესობა.

გორელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ლეონარდომ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა 81-ე წუთზე. "გრემიომ" ერთი ბურთი შეხვედრის მიწურულს გაქვითა.

"დილა" მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 თებერვალს გამართავს რუსულ "სალუტთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული