ბოლნისის "სიონმა" ექსოსერელი პოლონელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
საინტერესო სიახლე: 3 თებერვალს "სიონს" პოლონელი საყრდენი ნახევარმცველი პაველ ჰაიდუჩეკი შეუერთდა.

მართალია, ფრანგულ "ოსერში" ერთხელაც არ უთამაშია, მაგრამ საკმაოდ კარგი ნახევარმცველი უნდა იყოს, რადგან უკრაინის პრემიერლიგაში წლების განმავლობაში გამოდიოდა, სიმფეროპოლის "ტავრიაში" ვასილ გიგიაძისა და "სიონის" ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, ლადო ბურდულის თანაგუნდელი გახლდათ.

1999 წელს პოლონეთის 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2010 წელს სიმფეროპოლის "ტავრიაში" უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ სიონს კაი შენაძენია მასე გააგრძელეთ ყოჩაგ ბურდული!
nika
13:22 04-02-2013
0

სიახლეები პოპულარული